x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რას წარმოადგენდა "გეი-ბომბი", რომელიც ამერიკელებმა გამოიგონეს, თუმცა პრაქტიკაში აღარ გამოიყენეს
image

„გეი ბომბი“ (ინგლ. gay bomb) - იყო არამომაკვდინებელი ქიმიური იარაღის არაოფიციალური სახელწოდება, რომლის შემუშავებაც განიხილებოდა აშშ-ის საჰაერო ძალების ერთ-ერთ კვლევით ლაბორატორიაში.



1994 წელს დეიტონში, ოჰაიოში მდებარე საიდუმლო ლაბორატორიის სპეციალისტებმა გამოაქვეყნეს სამგვერდიანი მოხსენება, რომელშიც განიხილებოდა რამდენიმე ახალი ტიპის არალეტალური ქიმიური იარაღის შექმნა. მათ შორის იყო აფროდიზიაკით გაჯერებული ბომბები, რომლის ჩამოგდების დროსაც მტრის ჯარისკაცებში ძლიერი სექსუალური აღგზნება უნდა გამოეწვია და იდეალურ შემთხვევაში, ჰომოსექსუალური ქცევის სტიმულირება, რაც საბოლოოდ გამოიწვევდა მოწინააღმდეგე ჯარის დემორალიზაციას.


კატეგორია No3. არის ქიმიკატი, რომელიც გავლენას ახდენენ ადამიანების ქცევაზე ისე, რომ ჯარში დისციპლინა და მორალი ეცემა. ერთი შეხედვით უწყინარი და არამომაკვდინებელი ძლიერმოქმედი აფროდიზიაკი, რომელიც იწვევს მამაკაცებში ჰომოსექსუალურ ქცევას. კიდევ ერთი იარაღი იყო ქიმიური ნივთიერება, როლის დროსაც ადამიანებს აუტანლობა ეწყებოდათ მზის სხივების მიმართ.



ინფორმაცია ამ ანგარიშის შესახებ საჯარო გახდა 2004 წლის ბოლოს და გამოიწვია სკანდალი შეერთებული შტატებში, რადგან საერთაშორისო კონვენციებით, დარღვეული იყო კანონი ქიმიური იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ. გარდა ამისა, აღშფოთებულნი იყვნენ გეი აქტივისტების ორგანიზაციები, რომლებიც განაწყენებული იყვნენ იმის გამო, რომ ჰომოსექსუალი ჯარისკაცები ნაკლებ ბრძოლისუნარიანები არიან. ყველა ბრალდების საპასუხოდ, პენტაგონმა განაცხადა, რომ ასეთი იარაღის შემუშავების იდეა არ განხორციელებულა.



2007 წლის ოქტომბერში „გეი ბომბმა“ მიიღო "შნობელის" პრემია, რომელიც ენიჭა მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში ყველაზე საეჭვო და უსარგებლო მიღწევებისთვის. ორგანიზატორების თქმით, დაჯილდოების ცერემონიაზე აშშ-ის საჰაერო ძალებიდან მიწვეული არცერთი წარმომადგენელი არ გამოცხადდა.


0
228
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
228
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0