x
image
თეონა გორდეზიანი
ამბავი, ახლა უკვე წყალში ჩაძირული სოფლის შესახებ...ამას მოწმობს 1971 წელს ჩატარებული არქეოლოგიური გამოკვლევებიც.
image
ჟინვალი დატბორვამდე და ახლა...


ოთარ ჭონქაძე სოფელი ჟინვალის მაცხოვრებელი გახლდათ. როგორც იგი აღნიშნავს სოფელში 100 ოჯახი ცხოვრობდა, როდესაც დღის წესრიგში დადგა საკითხი სოფლის დატბორვისა და მის ადგილას გიგანტური წყალსაცავის აშენებაზე, ბატონმა ოთარმა გადაწყვიტ, მშობლიური სოფლისა და სახლისთვის სურათები გადაეღო, სწორედ აქედან მოგვეპოვება ფოტო მასალა აწ უკვე წყალში ჩაძირული სოფლის შესახებ, რომელიც ოდესღაც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქალაქი იყო.


ბატონი ოთარი აღნიშნავს, რომ სოფლის მოსახლეობა ორად გაყვეს და სხვა, მიმდებარე სოფლებში გადაასახლეს.


ოთარ ჭონქაძე იხსენებს, როგორ უყურებდა საკუთარი სოფლისა და მიწის დატბორვას, ხედავდა როგორ ცლიდნენ ადამიანები საკუთარ სახლებს და მწუხარებით მიუყვებოდნენ გზას ახალი ცხოვრებისკენ.ექსპერტები აღნიშნავენ, რომ იმ ადგილას, სადაც ახლა წყალსაცავია XII საუკუნეში მდიდარი ქალაქი არსებობდა. ამას მოწმობს 1971 წელს ჩატარებული არქეოლოგიური გამოკვლევებიც.



მასში მონაწილე არქეოლოგები ადასტურებენ, რომ სოფლის გათხრისას მათ უამრავი ოქროს მონეტები აღმოაჩინეს, ამასთანავე, ჭურჭელი და უძველესი საყოფაცხოვრებო ნივთები.


სამწუხაროდ, არქეოლოგიურმა გამოკვლევებმა ვერ მოასწრო სოფლის მთლიანად შესწავლა, გასათხრელი დარჩა რამდენიმე ეკლესიაც.


არქეოლოგები მწუხარებით აღნიშნავდნენ, რომ ჟინვალში აუცილებლად იქნებოდა დიდებული განძი, რომელიც საქართველოს ისტორიას მნიშვნელოვან ფაქტებს შესძენდა, თუმცა, ვარაუდი ვარაუდად დარჩა, არავინ იცის, რა იმალება წყალსაცავის ფსკერზე.


დატბორვისას დაიფარა უამრავი ძვირფასი ნაკეთობა და მნიშვნელოვანი არტეფაქტები, ეს ქვეყნისთვის დიდი ტრაგედია იყო.


როგორც ექსპერტები გვიყვებიან, საბჭოთა პერიოდში მოსახლეობის აზრს არავინ ითვალისწინებდა, იმის მიუხედავად, რომ სოფელი ჟინვალის მოსახლეობამ ჰესის აშენებას დიდი წინააღმდეგობა გაუწია და ამის შესახებ პრესაშიც ბევრი იწერებოდა, წყალსაცავის აშენებას ხელი ვერაფერმა შეუშალა, მოსახლეობა იძულებული გახდა დაეტოვებინა მიცვალებულთა საფლავები, მიწა-წყალი და სხვაგან გადასახლებულიყო, ისინი საკუთარი თვალით უყურებდნენ საკუთარი სახლების დატბორვას.


მე–12 საუკუნეში აშენებული ჯვარიპატიოსნის სახელობის ტაძარი 1985 წლის შემდეგ წყლის ქვეშ არის მოქცეული. ეკლესია წყლისგან მხოლოდ ზამთარში თავისუფლდება, როდესაც ჟინვალის წყალსაცავში წყლის დონე მნიშვნელოვნად იკლებს.5 თვე გამოჩნდება გამზეურდება და 6 თვე ისევ წყალში იძირება.

0
123
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
123
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0