ქალი და მამაკაცი რა არის მიზეზი იმისა, რომ ქალები ცუდ ქმრებს იშვიათად შორდებიან 2022, 9 დეკემბერი, 13:15 ![]()
ნანუკა (26 წლის): რაც მე უნდა მოვყვე, ბევრს, ალბათ, არც გააკვირვებს. ჩვენ ხომ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც დედებს საზოგადოების აზრი უფრო აინტერესებთ, ვიდრე საკუთარი ქალიშვილების ბედნიერება. მე ამის ნათელი მაგალითი ვარ. საკუთარ დედას ჩემი რცხვენია, რადგან ქმარს გავშორდი. მეუბნება, ყველაფერი მოითმინე და აცადე შენს ქმარს „დაღვინებაო“. ნეტავ, ეს „დაღვინება“ როგორ წარმოუდგენია. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. სკოლის დამთავრების შემდეგ ქალაქში გადავედი სასწავლებლად. პირველ კურსზე გავიცანი ბიჭი, რომელიც სულ ჩემს სიახლოვეს ტრიალებდა, სადაც უნდა წავსულიყავი, „შემთხვევით“ ისიც იქ გაჩნდებოდა ხოლმე, დროთა განმავლობაში მეც გრძნობა გამიჩნდა და ოჯახიც მალე შევქმენით.
– მშობლები როგორ შეხვდნენ ამ ამბავს?
– ნორმალურად. არც შეიცხადეს, არც სიხარული გამოუხატავთ. თუმცა, დედაჩემს შევატყვე, აშკარად მოეწონა, რომ „პატრონს ჩავბარდი“ და ქალაქში მარტო აღარ „ვიწანწალებდი“. ჩემი მეუღლეც რაიონიდან იყო. ქალაქში სასწავლებლად ვიყავით ჩასული და ორივე ქირით ვცხოვრობდით, ამიტომ ცოტა ხნით ბინა მისმა ნათესავმა დაგვითმო. თანაცხოვრების დაწყებიდან ჩვენ შორის მალევე შეიცვალა ყველაფერი და ურთიერთობაში კრიზისული პერიოდი დაიწყო. გასაგებია, რომ შეცდომა დავუშვით. ალბათ, ორივემ ძალიან ვიჩქარეთ. მე ფინანსური დამოუკიდებლობა ვარჩიე და უბნის მარკეტში დავიწყე მუშაობა. უნივერსიტეტის გადასახადსაც ვფარავდი და ჩემი სამყოფიც მქონდა, თუმცა ძალიან გამიჭირდა – სწავლა, მუშაობა, დატვირთული გრაფიკი, თავს ხშირად შეუძლოდ ვგრძნობდი, ამას ისიც დაემატა, რომ დავორსულდი. – მეუღლე მუშაობას გიშლიდათ? – ასეც ვერ ვიტყვი, მაგრამ ბედნიერიც არ იყო. ბუზღუნებდა და მსაყვედურობდა, რომ ნაკლებ დროს ვუთმობდი, მაგრამ არ იმუშავოო, არ უთქვამს. დედაჩემს, როგორც შეეძლო, მეხმარებოდა, მაგრამ მე უკვე ფიზიკურად ვეღარ ვუძლებდი დატვირთვას. სამსახურიდან წასვლა ჩემით გადავწყვიტე. აი, სწორედ ამ დროს გამომიცხადა ჩემმა ქმარმა: რადგან დიპლომი არ მაქვს, ნორმალურ სამსახურს ვერ ვიშოვი, შენსავით კონსულტანტად ვერ დავდგები მაღაზიაში. ორივეს სწავლის საფასურს კი ჩემები ვერ დაფარავენ. ამიტომ, მუშაობას თუ აღარ აპირებ, სტუდენტის სტატუსი შეიჩერე და ბავშვი რომ დაიბადება, სწავლა მერე გააგრძელეო. ხშირად ვჩხუბობდით ამ თემაზე, ბოლოს იძულებული გავხდი, სტატუსი შემეჩერებინა. დედაჩემსაც არ შეეძლო ფინანსურად დამხმარებოდა და ვერც ვერავის დავავალდებულებდი. ამ ყველაფერმა ძალიან ცუდად გამხადა. სოფელში დაბრუნება გადავწყვიტე, არც ჩემი ქმრის დანახვა მინდოდა და აღარც მისი ოჯახის წევრების, რომელთაც რაც გაიგეს, რომ ორსულად ვიყავი, ერთხელაც არ მოვუკითხივარ. ჩემი დედამთილი მხოლოდ მაშინ რეკავდა ჩემთან, როცა ჩემს ქმარს ვერ დაუკავშირდებოდა, და ისე, სხვათა შორის, ზრდილობის გულისთვის, გამომკითხავდა ხოლმე, როგორ ვიყავი. მოკლედ, ჩავალაგე ბარგი და დედაჩემთან წავედი. – მეუღლეს უთხარით თუ დამოუკიდებლად მიიღეთ გადაწყვეტილება. – ვუთხარი. მშვიდად მიიღო. მძაფრი რეაქცია არ ჰქონია. მოკლედ, წავედი. ჰოდა, მოგეხსენებათ, რა საზოგადობაშიც ვცხოვრობთ, ახალგაზრდა გოგო, ორსული, ქმრის გარეშე დაბრუნდა მშობლების სახლში...(განაგრძეთ კითხვა>>>) 279 3-ს მოსწონს |
რაც შეეხება ოჯახების დანგრევას,მე ის უფრო მიკვირს ოჯახებს რო ქმნიან,ვიდრე დანგრევა. დღევანდელ მამრებს რო გადახედავ,1 % თუ შეატყობ რო რამე უნდა და პასუხისმგებლიანია. გასაგებია,რომ ერს უჭირს და "დანიშნულება" აქვს შესასრულებელი,უნდა გამრავლდეს,მარა ეგ ცხოველური ინსტიქტია და ადამიანებს მეტი ადამიანობა უნდა ქონდეთ. როცა სხვა ადამიანს უკავშირებ ცხოვრებას ე.ი. შენ თმობ თავისუფლების ნაწილს,პასუხისმგებლობა გეზრდება და ცხოვრების სტილი უნდა შეცვალო,თუ ამისთვის არ ხარ მზად,ცოლი არ უნდა მეიყვანო :)