x
მეტი
  • 21.12.2024
  • სტატია:138947
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512511
„ცხოვრება რომ ბედნიერად მოაწყო, უნდა გიყვარდეს ყოველდღიური წვრილმანი. ზეცის ნათება..."-რიუნოსკე აკუტაგავა
თანამედროვე იაპონელი მწერალი რიუნოსკე აკუტაგავა ბევრისათვის საყვარელი შემოქმედია, მისი ნაწარმოებები ლირიზმით, უცნაურ-მისტიკური ამბებითა და პესიმიზმით არის გაჯერებული; აკუტაგავას შემოქმედების მწვერვალი-"ცხოვრება იდიოტისა" თვითმკვლელობამდე რამდენიმე ხნით ადრე დაწერა, სადაც იგრძნობა ავტორის შიში საზოგადოებაზე, დროისა და მარტოობის შეგრძნების ვერ დაძლევაზე.



გთავაზობთ ციტატებს მისი სევდისმომგვრელი, თუმცა სასიამოვნოდ წასაკითხი ნაწარმოებებიდან:


image


"-ოცნებობ სიკვდილზე?


-დიახ, არა სიკვდილზე კი არ ვოცნებობ... სიცოცხლემ მომაბეზრა თავი."



"წინ თუ არ წახვალ, აუცილებლად დაეცემი. ყველაზე მთავარია სცადო, ერთი ნაბიჯით მაინც წაიწიო წინ."


"ხანდახან იფიქრებ: წიგნის დანიშნულება ხომ მკითხველის გართობაა, და მაინც ვერ ეთანხმები ამ აზრს."


"მწერალს, არ შეიძლება მშვიდობიანი და წყნარი ცხოვრების იმედი ჰქონდეს, ამიტომ ის უნდა ეყრდნობოდეს მხოლოდ საკუთარ სასიცოცხლო ძალებს, ფულს და ცხოვრებისადმნი ფილოსოფიურ დამოკიდებულებას (შესწევდეს უნარი მოუწყობლად ცხოვრებისა). მტკიცედ უნდა გვახსოვდეს, რომ რარიგ მოულოდნელიც უნდა იყოს, ცნებები - მწერლობა და მშვიდი ცხოვრება შეუთავსებელია. ის, ვინც წყნარ ცხოვრებას ესწრაფვის, უმჯობესია, მწერლობას ნუ მოეკიდება. უნდა გვახსოვდეს - მწერალი, რომელზეც შეიძლება ითქვას, შედარებით მშვიდ ცხოვრებას ეწევაო, ის მწერალია, ვისი ბიოგრაფიის დეტალები უბრალოდ უცნობია."


"რაღაც ადამიანური ამავე დროს მხეცურიცაა."

"- შენ ახლაც გტანჯავს სიყვარული.
- სიყვარულიო? ეგ საკენკი პირტიტველა ლიტერატორებს დაუყარე. მე მხოლოდ წავიბორძიკე სიყვარულზე."

"ცხოვრება ასანთის კოლოფივითაა: მისი ზედმეტად სერიოზულად აღქმა სისულელეა, ზედმეტად არასერიოზულად აღქმა - საშიში."

„დესპოტს რომ დესპოტი უწოდო, ყოველთვის მოიცავდა საშიშროებას. დღევანდელ დღეს კი უფრო საშიშია მონას უწოდო მონა.“

„ბედისწერა გარდაუვალია, ვიდრე შემთხვევითობა. ბედისწერა ადამიანის ხასიათში დევს.“

„ცხოვრება რომ ბედნიერად მოაწყო, უნდა გიყვარდეს ყოველდღიური წვრილმანი. ზეცის ნათება, ხეების შრიალი, ბეღურების ჭიკჭიკი, გამვლელთა სახეები – სწორედ ამ წვრილმანებში შეიძლება იპოვო უმაღლესი ბედნიერება.“


"არა, ყველაფერი როდი ვიცი… ის, რაც ვიცი, მხოლოდ ნაწილია ჩემი სულისა. ხოლო რაც არ ვიცი, იგი ჩემი სულის უდაბნოა, გადაშლილი უკიდეგანოდ. მე მეშინია მისი. სინათლეში ურჩხულები ვერ იბუდებენ, მაგრამ უსაზღვრო წყვიადში მუდამ თვლემს რაღაც გამოუცნობი."

"მშობლების სიყვარული ყველაზე უსასყიდლო სიყვარულია. მარგამ უსასყიდლო სიყვარული არც ისე ვარგა ბავშვის აღსაზრდელად. ასეთი სიყვარულის გავლენის ქვეშ ბავშვი დესპოტი ან თავისუფლებაშეზღუდული ხდება."




"შენ ლერწამი ხარ, ქარისაგან რხეული. იქნებ შენს თავზე მოგროვილი საავდრო ღრუბლები ოდესმე გაიფანტოს კიდეც. ამიტომ მტკიცედ უნდა იდგე ფეხზე. შენივე თავისთვის! შენთა შვილთათვის! ნურც გაამპარტავნდები, ნურც დაიმცირებ თავს. და შენ აღსდგები."
3
248
1-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო ქავთარაძე
მაიკო ქავთარაძე
248
  
2023, 6 იანვარი, 23:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 6 იანვარი, 2:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 20 დეკემბერი, 22:55
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3