x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
ალბერ კამიუს 15 გენიალური გამონათქვამი
 ალბერ კამიუს 15 გენიალური გამონათქვამი

იხილეთ ალბერ კამიუს 15 გენიალური გამონათქვამი:

1."აქ გაზაფხულის მოსვლას ყვავილების კალათები თუ გაუწყებთ, მოვაჭრეებს რომ მოაქვთ გარეუბნიდან, აქ გაზაფხული ბაზარში იყიდება."

2."დაქორწინდებიან, ცოტა კიდევ უყვართ ერთმანეთი, შრომობენ, იმდენს შრომობენ, რომ სიყვარული ავიწყდებათ."


3."წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც დილიდან საღამომდე თავაუღებლად მუშაობს, სიღატაკე, გაცუდებული მომავალი, საღამოობით დუმილი მაგიდის გარშემო, ასეთ სამყაროში ვნებისათვის ადგილი არ მოიძევება."

4."ხდება ხოლმე, დიდხანს იტანჯები და არც კი იცი."

5."ცხოვრების თავიდან დაწყებისათვის სულაც არ არის საჭირო, ბედნიერი იყო."

6."სიბრალული გღლით, როდესაც ის არაფრის მაქნისია."

7."აბსტრაქციას რომ ეომო, რაღაც საერთო უნდა გქონდეს მასთან."

8."განაწამებ გულს ყველაზე მეტად ისა სწადია, გამუდმებით ფლობდეს საყვარელ არსებას, ან არადა შეძლოს განშორების ჟამს უსიზმრო ძილში დანთქას იგი და არ გააღვიძოს, სანამ მათი შეყრის ჟამი არ ჩამორეკს."

9."სწორედ ტანჯვაში ეჩვევა ადამიანი სიმართლეს."

10."სამყაროს წესს სიკვდილი განსაზღვრავს, იქნებ ღმერთისთვისაც სჯობდეს, რომ იგი არ იწამონ, მთელი ძალ-ღონე სიკვდილთან ბრძოლას მოახმარონ და აღარ აღაპყრონ თვალები ზეცისკენ, სადაც იგი დუმს."

11."თუ კეთილ საქმეს მეტისმეტად გავაზვიადებთ, ამით ჩვენდაუნებურად ხოტბას ვასხამთ ბოროტებას."

12."ქვეყნად არსებული ბოროტება ყოველთვის უვიცობითაა გამოწვეული და კეთილ ნებას თითქმის ისეთივე ზიანის მოტანა შეუძლია, რაც ბოროტებას, თუკი მას ცოდნის შუქი არ ეფინება."

13."ადამიანები მეტ-ნაკლებად უვიცები არიან და სწორედ ამას უწოდებენ სათნოებას ან მანკს, ხოლო ყველაზე საშინელი მანკი უცოდინარობაა, რომელსაც თავი ყოვლისმცოდნე ჰგონია და თავს მკვლელობის ნებას აძლევს."

14."მკვლელის სული ბრმაა და ხილვის სრული სიცხადის გარეშე არც ჭეშმარიტი სიკეთე არსებობს და არც მშვენიერი სიყვარული."

15."არა, სხვა გზა არ არსებობს, უნდა გიყვარდეს, ან მოკვდე სხვებთან ერთად. ისინი კი მეტისმეტად შორს არიან."

0
73
1-ს მოსწონს
ავტორი:თეკლა 123
თეკლა 123
73
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0