x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
10 ცნობილი პიროვნება, რომლებიც მოკლეს
8 დეკემბერს ორი ცნობილი პიროვნება მოკლეს, პირველი რა თქმა უნდა ბევრ მუსიკის მოყვარულს ახსოვს, ესაა ექს-ბიტლზი ჯონ ლენონი და მეორეც ჯგუფ Pantera-ს ნიჭიერი გიტარისტი, დაიმბეგ დარელი. მოდით გავიხსენოთ, კიდევ რომელი ცნობილი პიროვნებები გამოასალმეს სიცოცხლეს.


ჯონ ლენონი - 1980 წლის 8 დეკემბერი (40 წლის)


ლეგენდარულმა ბრიტანელმა მუსიკოსმა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც The Beatles-ის წევრი, სააქაო ცხოვრების ძალზე მცირე დროში დატოვა უზარმაზარი მუსიკალური მემკვიდრეობა. 1980 წელს იგი მოკლა მარკ დევიდ ჩეპმენმა თავისი სახლის წინ ნიუ-იორკში.

image



Dimebag Darrell - 2004 წლის 8 დეკემბერი (38 წლის)


დარელ ებოტი, იგივე დაიმბეგ დარელი, უაღრესად ნიჭიერი გიტარისტი იყო. "პანტერადან" დრამატული წამოსვლის შემდეგ, მან ძმასთან ერთად შექმნა ახალი ჯგუფი, სახელად Damage plan. მათი პირველი ალბომის გამოშვებიდან სულ რამდენიმე თვეში, Pantera-ს ფანმა კონცერტის დროს გიტარისტს ესროლა და მოკლა. იმ ღამეს მკვლელის დაჭერის მცდელობის დროს კიდევ სამი ადამიანი დაიღუპა.


image


ჯანი ვერსაჩე - 1997 წლის 15 ივლისი (50 წლის)


ცნობილმა იტალიელმა დიზაინერმა ჯანი ვერსაჩემ თავისი ბრენდი 1978 წელს დააარსა და უდიდესი წარმატება მოიპოვა. ის 1997 წელს ენდრიუ კუნაანმა მოკლა, მაგრამ მოტივი დღემდე უცნობი დარჩა. 2018 წლის სერიალი "ჯანი ვერსაჩეს მკვლელობა, დანაშაულის ამერიკული ისტორია" მოგვითხრობს მოდის გვირგვინოსანის ისტორიას.


image



Biggie Smalls - 1997 წლის 9 მარტი (24 წლის)


ამერიკელი რეპერი Biggie Smalls (სურათზე მარჯვნივ), ასევე ცნობილი როგორც The Notorious B.I.G. 1997 წლის 9 მარტს მისი მთავარი მტრის, 2Pac-ის მკვლელობიდან რამოდენიმე თვეში საკუთარ მანქანაში მოკლული იპოვეს. მის მკვლელობას სხვადასხვა ცნობილ და უცნობ ადამიანებს უკავშირებდნენ პირველი ვერსიით მკვლელობა Snoop Dogg-ის დაკვეთილი იყო ასევე ეჭვი მიტანილი იყო მისი მთავარი მეტოქის 2Pac-ის გარემოცის წევრებსა და ფანებზე რომლებიც Biggie-ს ადანაშაულებდნენ 2Pac-ის მკვლელობაში. საბოლოოდ საქმე დღემდე გაუხსნელი დარჩა.

image

კრისტინა გრიმი - 2016 წლის 10 ივნისი (22 წლის)


ახალგაზრდა ამერიკელი მომღერალი კრისტინა გრიმი 2014 წელს სატელევიზიო შოუში The Voice-ში გამოჩნდა და ცნობილი გახდა YouTube-ის საშუალებით. ჯგუფის Before You Exit ტურნეს გახსნისად ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს იმ დროს, როდესაც კონცერტის შემდეგ ავტოგრაფებს არიგებდა.

image



მაურიციო გუჩი - 1995 წლის 27 მარტი (46 წლის)


მაურიციო გუჩი, იტალიური მოდის სახლის Gucci-ის მემკვიდრე, ბრენდის სათავეში მამის გარდაცვალებიდან ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო. ის 1995 წელს მილანში სასტუმროს წინ მანქანამ გაიტანა. ორი წლის შემდეგ პოლიციამ დაადგინა, რომ კილერი დაიქირავა გუჩის ყოფილმა ცოლმა, პატრიცია რეგიანიმ, მოგვიანებით გადაიღეს ამ ისტორიაზე ფილმიც, რომელშიც მთავარ როლებს ლედი გაგა და ადამ დრაივერი თამაშობენ.

image



ნატალი ვუდი - 1981 წლის 29 ნოემბერი (43 წლის)



მსახიობ ნატალი ვუდის სამსახიობო კარიერა სულ რაღაც ხუთი წლის ასაკში დაიწყო. მან მნიშვნელოვანი როლები შეასრულა ისეთ ფილმებში, როგორებიცაა "West Side Story" და "Rebel Without Cause". იგი წყალში დაიხრჩო, თავდაპირველად ეგონათ, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო, თუმცა მოგვიანებით დადგინდა, რომ მის სიკვდილში მსახიობის ქმრის რობერტ ვაგნერის ხელი ერია.

image



მარვინ გეი - 1984 წლის 1 აპრილი (44 წლის)


მომღერალმა მარვინ გეიმ თავისი კარიერის განმავლობაში 60-იან, 70-იან და 80-იან წლებში განსაზღვრა Motown-ისა და სოულის ჟანრი, რომლის კვალსაც უამრავი ცნობილი შავკანიანი მუსიკოსი ჩაუდგა; მისი ჰიტები დღესაც ძალზე პოპულარულია. ის ტრაგიკულად გდაიღუპა 1984 წელს, 44 წლის ასაკში, მოკლა საკუთარმა მამამ ოჯახური კამათის დროს.

image



შერონ ტეიტი - 1969 წლის 9 აგვისტო (26 წლის)

პერსპექტიული ახალგაზრდა მსახიობი შერონ ტეიტი მხოლოდ 26 წლის იყო, როცა 1969 წლის აგვისტოში ჩარლზ მენსონის მიმდევრებმა სასტიკად მოკლეს. ის იმ დროს რვა თვენახევრის ორსული იყო და ქმრისგან, რეჟისორ რომან პოლანსკისგან ბავშვს ელოდა. ლოს ანჯელესში, მის სახლში იმ ღამეს კიდევ ოთხი ადამიანი მოკლეს. ეს მკვლელობები დღემდე შთაგონების წყაროა: კვენტინ ტარანტინომ გამოიყენა ეს ტრაგედია, როგორც ფონური ამბავი ფილმში " ერთხელ ჰოლივუდში."

image



თუფაკ შაკური - 1996 წლის 13 სექტემბერი (25 წლის)

ამერიკელი რეპ-ხატი თუფაკი 25 წლის ასაკში გარდაიცვალა, იგი მანქანაში ჩაცხრილეს .მისი მკვლელის ვინაობა კვლავ დიდ ინტერესს იწვევს; Netflix-ის სერია Undisclosed იკვლევს მისი მკვლელობის დეტალებს. ის 2017 წელს სიკვდილის შემდეგ შეიყვანეს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში და იმავე წელს გამოვიდა ბიოგრაფიული ფილმი მასზე " All Eyez on Me."

image

0
837
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
837
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0