არქიტექტურა ერთი არასწორი ნაბიჯი და უბედური შემთხვევა გარანტირებულია 2022, 6 დეკემბერი, 9:57 არქიტექტორები და დიზაინერები როგორც მშვენიერ, ისე, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურ პროექტებსაც ქმნიან. დღეს წარმოგიდგენთ არქიტექტურულ შედევრებს, რომლებიც ხშირად, არც თუ ისე ცუდად გამოიყურება, თუმცა საფრთხის შემცველია: ერთი არასწორი ნაბიჯი და უბედური შემთხვევა გარანტირებულია.
1. ეს კიბე იმისთვისაა, ვისაც ძლიერი ხელები და რკინის ნერვები აქვს.
თქვენს წინაშეა ჰუაშანის მთაზე (ჩინეთი) ასასვლელი კიბე. ჰუაშანის მთა დაოსიზმის რვა წმინდა მთიდან ერთ-ერთია. მის მწვერვალზე განლაგებულია ტაძრები, რომლებსაც ყოველწლიურად მილიონობით ჩინელი მოილოცავს. ამ კიბით შეგიძლიათ ისარგებლოთ, როცა ლიფტი არ მუშაობს.
2. საფეხმავლო ხიდი დაბალი მოაჯირებით. მოცემული ხიდი ქ. ნისინომიაში (იაპონია) მდებარეობს. ალბათ დაგვეთანხმებით, ოდნავ ნასვამი ადამიანისთვისაც კი სახიფათოა აქ გავლა. 3. გალია ბავშვებისთვის, რომელიც შეიქმნა იმისთვის, რომ მათ მეტი დრო გაატარონ სუფთა ჰაერზე. 1930-იანი წლები. ასეთი გალიები პოპულარული იყო ლონდონში და აშშ-ში, მაგრამ როგორც ჩანს, შემდეგ მიხვდნენ, რომ ისინი არც თუ ისე უსაფრთხოა, ამასთან ძალიან არაადამიანური, და ჯობდა ასეთ გალიებში სუფთა ჰაერი ყვავილებს და კონდიციონერებს "ესუნთქათ".
4. ავარიული გასასვლელი. ავარიული გასასვლელი, რომელიც გამოიყურება, როგორც ხაფანგი, ან "ტომი და ჯერი"-ის დეკორაცია. ალბათ ასეთი ზომები ღებული იქნა იმისთვის, რომ ნებისმიერ ადამიანს არ შესძლებოდა სახლის სახურავზე მოხვედრა. და რა გამოვიდა: საჭირო შემთხვევაში კიბით მოსარგებლე მძლეოსნობის და სიგრძეზე ხტომის "შეჯიბრების მონაწილე" ხდებოდა. ფოტო გადაღებულია ქ. სპოკანში (აშშ). 5. იმისთვის, რომ ამ ტროტუარზე გაიაროთ, არ არის საჭირო ნასვამი იყოთ.
თუ სუპერმხედველობით გამოირჩევით, მაშინ ნაცრისფერი კვადრატების წყალობით იქმნება ოპტიკური ილუზია და ხაზები ერთმანეთში ირევა. თუ ალკოჰოლის გარეშე შეიძლება ტრავმების მიღება, რა საჭიროა თანხის ხარჯვა?
6. კარუსელი ძააალიან პატარა ბავშვებისთვის.
7. ძალიან გვინდა დავიჯეროთ, რომ ამ აბაზანას არავინ იყენებს პირდაპირი დანიშნულებთ. 8. ნიანგის სკულპტურა იატაკზე.
საბედნიეროდ ეს სკულპტურა კიბის ქვეშ მდებარეობს. საუბედურიდ, ფეხი თუ წამოჰკარით, შუბლის გატეხვა არ აგცდებათ. 9. "კიბე სასტუმროში, სადაც მე გავჩერდი". ვისაც სურს კისერი მოიტეხოს, ამ კიბით უნდა ისარგებლოს. 10. ვახშამი ზეცაში. დუბაი.
კომენტარის გარეშე. 11. კიბე.
აკრობატი თუ არ ხართ, ამ კიბით ვერ ისარგებლებთ. იხილეთ სხვა სტატიები:15 საოცრად კომპაქტური ცხოველი, რომლებიც ყველგან "ეტევიან" თუ დაგავიწყდათ, როგორ არ უნდა გამოიყურებოდეს აივანი, ახლავე შეგახსენებთ ეს ის შემთხვევებია, როცა უსაფრთხოების ზომები სულელურად იყო გათვლილი ესპანეთის ქალაქი, რომელიც კლდის თავზეა გაშენებული და სულ ერთი ქუჩა აქვს ალ-ნასლაა – მისტიკური კლდე საუდის არაბეთში თურქეთში აღმოჩენილი უძველესი ქვის კარი, რომელსაც არსაით მივყავართ ("პორტალი"?) ჰოუსკის ციხე-სიმაგრე – აშენდა იმისთვის, რომ "ჯოჯოხეთის კარიბჭე" დაელუქათ სახიფათო გრაგნილები - რისთვის გაანადგურეს ალექსანდრიის ბიბლიოთეკა არქიტექტურის ძეგლები, რომლებიც დღეს სამუდამოდ დაკარგულია ანტარქტიდა: უცხოპლანეტელთა ბაზები თუ პრეადამიტების რასის კრიოკამერები? (+ვიდეო) 1262 3-ს მოსწონს |