x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"სიმართლე მწარეა, მაგრამ ჯობს მწარე სიმართლე, ვიდრე ტკბილი ტყუილი... "- რას წერს გიორგი ფხაკაძე

image


საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს ავრცელებს და პოლიტიკურ პარტიებს საჯაროდ მიმართავს:


"შეკითხვა ყველა პოლიტიკურ პარტიას (0.001%-დან 15%-იანამდე):


????1/ თქვენი გუნდის წევრების სია, რომლებიც ჯანდაცვის საკითხების სპეციალისტები არიან. მათი კვალიფიკაცია, განათლება, გამოცდილება (დეტალური ბიოგრაფია). გავიცნოთ მაინც, ვინ უნდა მართოს ბიუჯეტის 30%…


????2/ საქართველოს ჯანდაცვის თქვენეული ხედვა/პროგრამა:

ა/მთავარი ხედვა (საითკენ უნდა წავიდეს, ხრამში თუ სამშვიდობოს)

ბ/კონკრეტული მიმართულებები

და ეს ყველაფერი მოკლე, საშუალო და გრძელვადიან ჭრილში (რეალურად თუ ფიქრობთ მოსახლეობაზე)


????3/ ჯანდაცვის რეფორმის ფინანსური გათვლები და რა შედეგი ექნება მას მოქალაქეების ეკონომიკურ და სოციალურ კეთილდღეობაზე.


✅ოღონდ არ გვინდა "დაბოლება" და სხვა საკითხებზე ყურადღების გადატანა.


✅პასუხი თუ არ გაქვთ, აღიარეთ.


✅ჯერჯერობით ბოლის, ზღაპრების, და კომუნისტური ლოზუნგების გარდა არაფერი ჩანს.


✅სიმართლე მწარეა, მაგრამ ჯობს მწარე სიმართლე, ვიდრე ტკბილი ტყუილი (უკვე 20 წელია, ტკბილი ტყუილით ვიკვებებით).

P.S.სავარაუდოდ, ამ პოსტს “დასინავენ” (ანუ ნახავენ) და “ნივიჟუს” (ვითომ არ გვინახავს) გააკეთებენ ????


დაველოდოთ" - წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.






0
326
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
326