x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„მას შემდეგ ეკა ხოფერიას აღარ ვუყურებდი, ერთი ორ გადაცემაზე ახლაც ალერგია დამემართა“ - რომან გოცირიძე
image

.

ნაცმოძრაობის დეპუტატი რომან გოციურიძე იხსენებს, რომ წლების წინ ეკა ხოფერიას მიმართ ნდობა დაკარგა და მის გადაცემებს აღარ უყურებდა. მისი მტკიცებით, ამჯერად ერთი ორ გადაცემაზე ისევ ასე დაემართა, ნდობა დაკარგა და კარგა ხანია აღარ უყურებს იმ გადაცემებს, რომელთაც მანამდე სიამოვნებით უყურებდა. რომან გოცირიძე არ აკონკრეტებს რომელია ის ცნობილი ჟურნალისტი, რომელმაც ახლახან მისი ნდობა დაკარგა, თუმცა პარალელს ავლებს ეკა ხოფერიას მაგალითთან.

.


დეუტატი, რომან გოცირიძე:


“ეკა ხოფერია მაგარი იყო ძველ რუსთავი 2-ზე, ისევე როგორც ინგა გრიგოლია, ეკა ბერიძე და კიდევ რამდენიმე სხვა. მერე იქიდან სადღაც წავიდა, ჟურნალშიც იყო, ასე თუ ისე ინარჩუნებდა კლასს. ბოლოს “იმედში” აღმოჩნდა ერთ-ერთი ყველაზე მთავარი თოკ-შოუს წამყვანად. მისი პირველი სტუმარი იყო ლევან ვასაძე, მეორე- გრეჩიხა უცნობი. ეს უკვე მისი იდეოლოგიური და გემოვნებითი განაცხადი იყო. იმ დღიდან მოყოლებული, არასდროს, გინდ დაიჯერეთ და გინდ არა, ერთი წუთითაც კი არ მიყურებია მისი გადაცემისთვის.
ეს პოსტი ეკა ხოფერიაზე არაა, უბრალოდ, კარგი მაგალითია.
.
რა თქმა უნდა, არა ამ დონის ალერგია, მაგრამ “ყურებით გადაღლა” დამემართა ერთ-ორ გადაცემაზე. აღმოვაჩინე, რომ ერთ გადაცემას, რომელსაც ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვუყურებდი და ველოდი, არ ვუყურებ კარგა ხანია. ჩავიტარე პატარა “ფსიქოანალიზი” და “ალერგენტსაც” მივაგენი.
ისე, კრიტიკიდან დაცული არავინ უნდა იყოს, მათ შორის მედია და კიდევ უფრო მათ შორის, კრიტიკული მედია.
“რა დროს ესაა”-ყველაზე სულელური შენიშვნაა.”
.
ინგას გვარი ვახსენე იმდროინდელი რუსთავის კონტექსში და იგი საერთოდ არ იგულისხმება იმათში, რომლებზეც პატარა დოზის ალეგია გამიჩნდა. ვუყურებ და გუშინაც ვუყურე მელიასთან:)) - წერს რომან გოცირიძე.
2
490
2-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
490
  
2022, 3 დეკემბერი, 9:55
სერიოზული იუმორის პატრონი ყოფილა კუპონა,ტექნიკურად დაცინა და გაკრიტიკა "ჟურნალისტები".
2022, 3 დეკემბერი, 9:25
რა საყურებელია.
0 1 2