x
image
თუთიკო ბერძენა
სამყარო თვალის ერთი გადავლებით
ადამიანები 130 ათასი წლის წინ განსახლდნენ აფრიკის კონტუინენტზე. მატი ცხოვრება, დღევანდელკთან შედარებით, უაღრესად პრიმიტიული იყო. ქრისტეშობამდე 40 000 წლის წინ მათ ისწავლეს, როგორ მოეპოვებინათ ცეცხლი და გამთბარიყვნენ, როგორ დაემზადებინათ საჭმელი და დაეცვათ თავი გარეული ცხოველებისგან. ისინი თავდაპირველად, ნანადირევით, ველური ხილით, კენკრიტა და მცენარეთა თესლებით იკვებებოდნენ. დროთა განმავლობაში ისწავლეს მარცვლეულის მოყვანა და ცხოველების მოშინაურება. ქრისტეშიობამდე დაახლოებით 8 ათას წელს ახლო აღმოსავლეთში მიწათმოქმედების განვიტარებასთან ერთად ადამიანის ცხოვრება უფრო მრავალფეროვანი გახდა. მსოფლიოს დანარცენმა ნაწილმა დიდი ხნის შემდეგ მიაღწია განვითარების ამ ეტაპს. მომდევნო 3 ათასსი წლის განმავლობაში ადამიანმა ისწავლა მშენებლობა, მიწის, თიხისა და სპილენძის დამუსავება, კერვა და მეცხოველეობა. ქრისტეშობამდე 3000 წელს აშენდა პირველი ქალაქები ეგვიპტის, შუამდინარეთისა და ჩინეთის მდინარეების პირას.

ქრისტეშობამდე 2600 წლისთვის შეიქმნა დიდი ნაგებობები: ეგვიპტის პირამიდები, მესოპოტამიის ზიკურათები, აღმოსავლეთ ევროპის მეგალითები და პერუს პირველი ტაძრები. იმავე პერიოდში აღმოსავლეთ აფრიკაში, ქუშის სამეფოში, ადამიანები ლითონის დამუშავებას სწავლიობდნენ, ხოლო ჩინელმა ასტრონომებმა პირველად აღმოაჩინეს მზის დაბნელება. იშვა ცივილიზაცია.


ჩრდილოეთ ამერიკა

image

უძველეს დროს, როდესაც არ არსებობდა ქალაქები და ცივილიზაცია, ჩრდილოამერიკელები ნადირობას მისდევდნენ. მათ საკუთარი ისტორია აქვთ, ჰქონდათ თავიანთი წამლები, იარაღები, და პრიმიტიული სახლები. ცივილიზაციისკენ პირველი ნაბიჯები გადადგა დღევანდელი ოჰაიოს ტყიან ადგილებში მცხოვრებმა ადენას ტომმა ქრისტეშობამდე 700 წელს. ისინი აშნებდნენ ყორღანებს, ცხოვრობდნენ დიდ სოფლებში და სპილენძისგან სხვადასხვა საგანს ამზადებდნენ.



ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა

image

ცენტრალურ ამერიკაში - მექსიკაში სოფლის მეურნეობა ქრისტეს შობამდე მე -3 ათასწლეულში განვითარდა, ქ.შ-მდე 2000 წ ანდებში მცხოვრები პერუელებიც მისდევდნენ მიწათმოქმედებას. მოსახლეობა ცხოვრობდა სოფლებში, რომლებიც ასეული წლების მანძილზე გაიზარდა და ქალაქებად გადაიქცა. ქრისტეშობამდე 2600 წლისთვის პერუში დიდი ტაძრები აშენდა. დაახლოებით იმავე პერიოდში გაჩნდა მეგალიტები აღმოსავლეთ ევროპაში და პირამიდები ეგვიპტეში. ამავე დროს წარმოიშვა მექსიკაში ოლმეკური ცივილიზაცია. ქრისტეშობამდე 500 წლისთვის მექსიკაში მაიას ტომებიც აშენებდნენ პირამიდებს.

ევროპა

image

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში მოწათმოქმედი საზოგადოებები ძვ.წ-ით 6000 წელს გაჩნდნენ, ჩრდილო-დასავლეთში კი ისინი მხოლოდ ძვ.წ-ით 4000 წლისთვის დაფუძნდნენ, ამ პერიოდში ატლანტის ოკეანისპირეთში მოწინავე საზოგადოებამ ყორღანებისა და მეგალიტების შენება დაიწყო. მათგან ყვეკლაზე ძველი ირლანდიაშია. ამ ნაგებიობების მსგავსს შეხვდებით ინგლისში, შოტლანდიაში, ბრეტანსა და საფრანგეთში. ამ პერიოდიდან მოყოლებული ძვ.წ-ით 500 წლამდე ევროპაში კელტები პირველობდნენ, თუმცა ქალაქთმშენებლობა ყველაზე მეტად განვიტარებული იყო საბერძნეთის მიკენურსა და იტალიის ეტრუსკულ ცივილიზაციებში.

აზია

image

აზიაში ცივილიზაციის ოთხი ცენტრი იყო. ქრისტეშობამდე 2600 წლიდან მძლავრი ცივილიზაცია შეიქმნა ინდის ხეობაში ( ამჟამინდელ პაკისტანში) ქრისტეშობამდე 4000 წკიდან მიწათმოქმედება ყვაოდა ჩრდილოეთ ჩინეთში, თუმცა იქ ცივილიზაცია ქრისტეშობამდე 2700 წელს გაჩნდა. ცივილიზაციის დანარცენი ორი ცენტრი იყო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში - მდინარე მეკონგოს დელტასა და ახალ გვინეაში.


აფრიკა და ახლო აღმოსავლეთი

image

ყველაზე ძველი მიწათმოქმედი საზოგადოება ჩამოყალიბდა შუამდინარეთში, ევროპისა და აზიის გზაშესაყარზე. ძვ წ-ით 3400 წლისთვის შუმერთა სავაჭრო დასახლებები ქალაქებად იქცა. ნილოსისი პირას, ეგვიპტეში შეიქმნა ძლიერი ცივილიზაცია, რომელმაც 2500 წელი იარსება. აფრიკის სხვა ტერიტორიაზე ადამიანები გაცილებით მარტივად ცხოვრობდნენ, მომთაბარეობდნენ ან ნადირობდნენ.

ავსტრალაზია

image

ავსტრალიელ აბორიგენთა ისტორია ალბათ ყველაზე მყარია კაცობრიობის არსებობის მანძილზე. მათ, სხვა ცივილიზაციებისგან განსხვავებით, არ განუცდიათ სხვა კულტურების გავლენა. აბორიგენები გაფანტუკლი იყვნენ ავსტრალიის კონტინენტზე და ათასობით წლის მანძილზე თავს ნადირობით ირჩენდნენ. ახალი ზელანდია თიტქმის დაუსახლებელი იყო. ქრისტეშობამდე 3000 წლისთვის პოლინეზიის კუნძულებზე ვითარდება ზღვაოსნობა, ქრისტეშობამდე 1500 წლისთვის პოლინეზიელები უკვე შორეულ მოგზაურობებს აწყობდნენ ახალი ტერიტორიების აღმოსაჩენად.

0
49
შეფასება არ არის
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
49
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0