საზოგადოება "რამდენი ჩემნარი ყ@@ დაწერს რამეს თქვენზე, ყველას ადგებითო?"-ხატია სიჭინავა 2022, 29 ნოემბერი, 14:24 ყოფილი ტელეჟურნალისტი ხატია სიჭინავა სოციალური ქსელით სალომე ბაკურაძის გადაცემას ეხმაურება, სადაც ჟურნალისტი მის სიჟეტზე შეურაცხმყოფელი კომენტარების ავტორებს ტელეფონით უკავშირდებოდა და წერს, რომ ერთხელ თვითონაც მოძებნა მსგავსი კომენტარის ავტორი და მასთან შეხვედერის შემდეგ ყველა უხეშ კომენტარს ღიმილით უყურებს. "სხვათაშორის, ერთხელ მეც მოვძებნე კომენტარის ავტორი. რადგან ჩემს შვილებზე ეწერა საშინელი კომენტარი. რომ მეგონა ქალს ვეძებდი, ხელში შემრჩა 19 წლის ბიჭი. რა თქმა უნდა გავიგე სად სწავლობდა და “დავადექი”, ნუ ჩემი სახე ვინც მიცნობს იცის გაბრაზებულზე ჯეკ ბეღურას დის სახით ვმოძრაობ, მაგრამ იმის სახე რომ დამინახა, სანამ რამეს ვეტყოდი დამასწრო და მკითხა: რამდენი ჩემნაირი ყ.. დაწერს რამეს თქვენზე ყველას ადგებითო? გაოცებისგან არ ვიცოდი რა მეთქვა, მას შემდეგ, თუ სადმე ჩემზე კომენტარი შემხვდა (არასდროს არ ვკითხულობ, მაგრამ თუ ვინმემ სქრინი ჩამიგდო) ღიმილით ვუყურებ და სულ იმ ბიჭის სიტყვები მახსენდება "-წერს ხატია სიჭინავა. 323 2-ს მოსწონს
|