16 მამაკაცი, რომლებმაც თავიანთ მეორე ნახევრებს ისეთი განსაკუთრებული საჩუქრები აჩუქეს, რომ ძნელია უკეთესის მოფიქრება
როცა უკვე ურთიერთობაში ხართ და შენი საყვარელი ადამიანის გული მოგებულია, შემდეგ უკვე მთავარია ამ ადამიანზე ზრუნვა და ყურადღება. ზრუნვის გამოვლინება, საყვარელი საჩუქრები და სიყვარული - ესაა ის, რაც არასოდეს უნდა დაივიწყოთ. როცა მართლა გიყვართ ვინმე, არ გჭირდებათ რაიმე განსაკუთრებული მიზეზი საყვარელი ადამიანისთვის რაიმე სასიამოვნო საჩუქრის გასაკეთებლად. მაგრამ თუ გსურთ სამახსოვრო საჩუქრის გაცემა, ცოტა უნდა დაფიქრდეთ და მთელი თქვენი ფანტაზია ჩართოთ. ეს არის ზუსტად ის, რაც ამ მამაკაცებმა გააკეთეს:
1. “ჩემმა შეყვარებულმა მაჩუქა ეს ჩვენი 1 წლისთავის აღსანიშნავად. დამიჯერებთ თუკი ვიტყვი რომ ვიტირე?"
2. „სახლში ჩემს მეუღლემდე რამდენიმე საათით ადრე დავბრუნდი, რომელიც ჩვენს ბავშვებს ართობდა და მთელი დღე ასრულებდა საქმეებს. ეს ის პურია, რომელიც მე გამოვაცხვე მას“.
3. "ჩემი შეყვარებული მაოცებს და მყუდრო აბაზანას მიმზადებს, როცა სტრესი მაქვს- ღამით სახლში მივედი და ეს ვნახე"
4. „დღეს მე ვაპირებ ჩემს ცოლს ამ საჩუქრით სიურპრიზი გავუკეთო. ჩვენ პირველ შვილს ველოდებით"
5. “ტორტი მოხარშული კრემით და ბაყაყის სათამაშოთი, რომლიც ჩემმა ქმარმა მომიმზადა დაბადების დღისთვის"
6. ”მამამ დაიწყო საჭმლის ლამაზად დალაგება, როდესაც დედას დემენცია დაემართა. ის ბევრად უკეთ ჭამს, როცა საჭმელი თეფშზე ლამაზად არის დადებული“.
7. ”დღეს ჩემი დაბადების დღეა და ჩემი მეგობარი ბიჭი გამოჩნდა ჩემს სახლში დილის 7:00 საათზე ამ ხელნაკეთი ტორტით, რომელიც თავიდან ბოლომდე თვითონ მოამზადა.”
8. ”საჩუქარი ჩემი შეყვარებულისთვის. ეს ჩემი პირველი ქარგვის პროექტია და მინდოდა გამეზიარებინა შედეგი, რადგან კმაყოფილი ვარ ამით."
9. „ჩემს ცოლს სათბური უნდოდა და მე ვეცადე მისთვის"
10. „ჩვენი 5 წლის იუბილეზე დავწერე 50 ჩანაწერი იმის შესახებ, რაც მიყვარს ჩემს შეყვარებულში და ჩავდე ქილაში, ვაპირებ რომ ვაჩუქო, წარმატებები მისურვეთ.''
11. “ამ კაცმა თავის შეყვარებულს ჯერ კნუტი აჩუქა თავშესაფრიდან და შემდეგ ხელი სთხოვა"
12. „ჩემმა ქმარმა ეს ხის ტაბლეტი გამიკეთა, როცა ბუნებაში ესკიზების დახატვა დავიწყე“
13. „ჩემი დის შეყვარებულმა იცის, რომ უყვარს მინიატურები და პაწაწინა ბეჭდით სთხოვა ხელი. რა თქმა უნდა, ნორმალური ზომის ბეჭედიც აჩუქა“.
14. „მე და ჩემი მეუღლე სუში ბარში ვგეგმავდით წასვლას, მაგრამ ძლიერმა ქარიშხალმა ხელი შეგვიშალა, რადგან ზეგანაკვეთური მუშაობა მომიწია. მაგრამ მორიგეობის შემდეგ სახლში რომ მივედი, ჩემი ქმარი სამზარეულოში დავინახე. თქვა, თუ სუშიზე ვერ გავალთ, თვითონ მოამზადებს“.
15. "ყველაფერი გავაკეთე და 2 კვირაში ავაწყე კარადა ჩემი ცოლისთვის"
16. „ჩემი მეუღლის პორტრეტი ზეთით ტილოზე. ჯერ არ დასრულებულა“.