ქალი და მამაკაცი 8 მიშვნელოვანი ფაქტორი, რის გამოც პარტნიორები ერთმანეთს ღალატობენ- მეცნიერების ვარაუდი 2021, 19 მარტი, 11:41
პარტნიორთად დალაპარაკების საშუალების უქონლობა ღალატისკენ უბიძგებს როგორც მამაკაცებს, ისე ქალებსაც. საზოგადოებაში არსებობს სტერეოტიპი იმის თაობაზე, რომ მამაკაცის ღალათის ძირითადი მიზეზი სექსია, მაგრამ დაოჯახებულების კონსულტანტლა ჰარი ნიუმანმა თავის წიგნში აღნიშნა, რომ მისი კლიენტი მამაკაცების 47 % ღალატის მიზეად სწორედ ემოციური სიახლოვის არარსებობას ასახელებდა. სიტუაციას ამძიმებს ისიც, რომ მამაკაცებს არ სჩვევიათ გრძნობების გამოხატვა, ამიტომაც ქალი ხშირ შემთხვევაში ვერ ამ ჩნევს ნიშნებს, ან შეუძლია დააიგნოროს კიდეც.
თუკი ადამიანს წინა ურთიერთობებიდან აქვს ღალატის გმოცდილება, სავარაუდოა, რომ ახალ ურთიერთობებშიც უღალატებს პარტნიორს. საინტერესოა ისიც, რომ ღალატის სურვილზე გავლენას ახდენენ გარშემომყოფებიც. ერთ-ერთ ანონიმურ გამოკითხვაში, მამაკაცების 75 მა პროცენტმა აღიარა, რომ უღალატიათ პარტნიორებისთვის, იმიტომ რომ მისი მეგობრებიც ღალატობენ ცოლებს.
ინტიმურ ცხოვრებაში სიახლეების არარსებობა იმის მიზეზია, რომ მამაკაცების 70 % და ქალების 49% ღალატობენ პარტნიორებს. უნდა ითქვას ისიც, რომ გამოკითხულების უმეტესობამ მათი ქორწინება მაინც დადებითად შეაფასა, ყოველგვარი სკანდალებისა და ჩხუბის გარეშე.
ყოველი ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც გასულ წლებს ვაჯამებთ. ზოგი მიდის იმ დასკვნამდე, რომ ყველაფერი კარგადაა, ზოგსაც ე. წ. შუახნის კრიზისი ეწყება. ამ დროს ადამიანს სურს რაღაც აკრძალული ჩაიდინოს. კვლევებმა აჩვენა, რომ ეს კრიზისი ხდება 29, 39, 49 წლის ასაკში, ანუ ყოველი ათწლეულის დასრულების დროს. რა თქმა უნდა არ შეიძლება იმის თქმა, რომ მოსიყვარულე ქმარი ცოლს უღალატებს 39 წლის ასაკში. ეს მხოლოდ ის ფაქტორია, რომელიც სხვა ფაქტორებს ემატება და ღალატისკენ უბიძგებს ადამიანს.
წყვილებში, სადაც ერთი პარტნიორი ზედმეტ დროს უთმობს ინსტაგრამს, ფეისბუქს ან სხვა სოციალურ ქსელებს, ღალატის შემთხვევები უფრო მაღალია. ვირტუალურ ურთიერთობაში ჩართულობა ხშირად გადადის სკანდალებში, შემდეგ კი ამას მოჰყვება ღალატი.
ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოკითხვის თანახმად, გამოკითხული მოღალატე მამაკაცების 1/3 საქმიანი პიროვნებები არიან, რომლებმაც რომანი სამსახურში გააბეს. ქალებში კი ეს რიცხვი მხოლოდ 13 %-ს აღწევს. სამსახურში ღალატის პერიოდი ცოლ-ქმარში დაქორწინებიდან 6-9 წლის შემდეგ იწყება. სწორედ ამ დროს ურთიერთობა ყველაზე სუსტია და მასზე მუშაობაა საჭირო.
წყვილებში სანდო ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ოქსიტოცინი, რომელსაც ასევე ჩახუტების ჰორმონს უწოდებენ, რადგან მისი დონე იზრდება ხშირი შეხებით და კოცნით. მეცნიერები თვლიან, რომ ამ ჰორმონის ნაკლებობა შეიძლება ღალატის მიზეზი გახდეს. ერთ ექსპერიმენტში დაქორწინებულ მამაკაცებს, რომელთაგან ზოგიერთს ოქსიტოცინი გაუკეთეს, მიმზიდველი ქალი გააცნეს და სთხოვეს მასთან ახლოს მისვლა, როგორც სურდათ. მონაწილეები, რომლებმაც მიიღეს ჰორმონის დოზა, დაჟინებით მოითხოვდნენ უფრო დიდ მანძილს მათსა და ქალს შორის, ვიდრე ისინი, ვინც პლაცებო მიიღეს.
მათ შორის, ვინც პარტნიორის ღალატს გადაწყვეტს, არიან ადამიანები, რომლებიც უბრალოდ ვერ წარმოიდგენენ თავიანთ ცხოვრებას ადრენალინის ტალღის გარეშე, რომელიც ღალატს ახლავს თან. განურჩევლად ასაკისა, გამოცდილებისა და სხვა კრიტერიუმებისა, ისინიღალატობენ და თავს იმართლებენ იმით, რომ უბრალოდ არ შეუძლიათ. ამ საქციელის ნამდვილი მიზეზები ყველასთვის განსხვავებულია და სადღაც ძალიან ღრმად იმალება ქვეცნობიერში და მათი თვალსაჩინო შედეგი ასეთია: ზოგიერთისთვის რთულია, მონოგამია ზოგიერთისთვის კი თითქმის შეუძლებელია. 257 2-ს მოსწონს
|