x
მეტი
  • 09.02.2023
  • სტატია:125545
  • ვიდეო:355969
  • სურათი:498451
უკრაინაში ერთ დღეს უკრაინული არმია სამჯერ მეტ საარტილერიო გასროლას ახდენს ვიდრე "ნატო" ახდენდა ავღანეთში ყველაზე მწვავე ფაზის დროს
image
უკრაინაში რუსული აგრესიის დაწყებიდან დღემდე იმხელა სამხედრო არსენალმა მოიყარა თავი, ღომ დაჯერებაც კი ჭირს. "The New York Times"-ის სამხედრო ანალიტიკოსების გამოთვლით უკრაინის შეირარაღებული ძალების საარტილერიო დანაყოფები საშუალოდ 1000 გასროლას ახდენენ და ეს მაშინ როცა ავღანეთში "ნატოს" ალიანსის და მოკავშირეების არტილერია დღეღამეში ახდენდა მხოლოდ 300 გასროლას სხვადასხვა ტპის და კალიბრის საარტილერიო საშუალებებიდან.


რუსული მხარეც ინტენსიურად იყენებს საარტილერიო საშუალებებს, განსაკუთღებით მას შემდეგ რაც რუსულ სამხედრო ავიაციას დიდი საფრთხე შეუქმნა უკრაინისათვის მიწოდებულმა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებმა, გარდა ამისა რუსული ავიაცია ცუდ დღეში ჩააგდო ამერიკელების მიერ უკრაინისათვის მიწოდებულმა, რადიოსალოკაციო სადგურების წინააღმდეგ ზე ეფექტურმა რაკეტებმა "HARM".


თუ პირველ და მეორე ეტაპზე რუსი აგრესორები არტილერიით უპირობოდ ჩაგრავდნენ უკრაინულ მხარეს ახლა სიტუაცია მკვეთრადაა შეცვლილი, უკრაინას უამრავი სხვადასხვა კალიბრის ჰაუბიცები მიაწოდეს საბრძოლო მასალასთან ერთად, განსაკუთღებით ეფექტური გამოდგა ამერიკული, რეაქტიული-ზალპური ცეცხლის სისტემები "ჰაიმარსი", რომელთა ზე ზუსტმა რაკეტებმა რუსულ არმიას ტექნიკისა და ცოცხალი ძალის დანაკარგების მხრივ კოლოსალური ზარალი განაცდევინა.


სურათზე ხედავთ ვაკეს, სადაც აშკარად ჩანს ასეულობით ჭურვის, თუ ნაღმსატყორცნის ნაღმების დაცემის კვალი.



აშშ-მ 23 ნოემბერს გამოაქვეყნა უკრაინისათვის გამოყოფილი სამხედრო დახმარების პაკეტი, რომლის საერთო ღირებულება 400 მილიონი დოლარია.
უკრაინა დახმარების სახით მიიღებს აღნიშნულ პაკეტში შემავალ შეიარაღებას:


  • რაკეტები საზენიტო სარაკეტო სისტემებისთვის (NASAMS).
  • 150 მძიმე ტყვიამფრქვევი თერმოგრაფიული სამიზნეებით დრონებთან საბრძოლველად.
  • რაკეტები HIMARS-ებისთვის;
  • 155 მმ კალიბრის 200 მაღალი სიზუსტის საარტილერიო ჭურვი.
  • 10 ათასი 120 მმ-იანი ნაღმტყორცნების ჭურვი.
  • მაღალი სიჩქარის რადარების საწინააღმდეგო რაკეტები (HARM).
  • 150 მაღალი მობილურობის მრავალფუნქციური ბორბლიანი მანქანა (HMMWV).
  • 100-ზე მეტი მსუბუქი ტაქტიკური მანქანა.
  • 20 მილიონზე მეტი ვაზნა მცირე ზომის იარაღისთვის.
  • 200-ზე მეტი გენერატორი.
  • 105 მმ-იანი ჰაუბიცებისა და სხვა აღჭურვილობის სათადარიგო ნაწილები.
0
111
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
111