სხვა სურათი ქართული ანბანით და მისი საინტერესო ახსნა... 2022, 26 ნოემბერი, 0:15 სურათზე გამოსახულია ქართული ანბანი, ვარსკვლავები, იბერიელი ქურუმი. ასევე: მარცხნივ მოცემულია ბორჯღალი და მარჯვნივ მთვარე. ქვემოთ არის წარწერა "ანბანთ უფალი" ანუ ქართული ენა - ღმერთის ენაა! სამყარო ქართულ ენაზე ლაპარაკობს! ქართული ენა არის სამყაროს მოწყობის პრინციპი, სამყაროს გენეტიკური კოდია ქართული ენა! სრულყოფილი სამყაროული ინფორმაცია ქართულ ენაშია! სამყარო ერთ ენაზე ლაპარაკობს ( ამას ვაჟა-ფშაველაც აღნიშნავს) და ეს ენაა ქართული! ქართული ენა არის პირველწყარო საწყისი ყველა სხვა ანბანისა და ენისა! ყოველი საიდუმლო ამას ენასა შინა დამარხულ არს! რაც შეეხება ბორჯღალს: შვიდ ქიმიანი ბორჯღალი კოსმიური დატვირთვის მატარებელია და შვიდი წმინდა მნათობის ხატოვანი ნიმუშია. 7 წმინდა მნათობის ქართული სახელებია: მთოვარე (იგივე ყამარ) — მთვარე ჯუმა (იგივე ერმი და ოტარდი) — მერკური მთიები (იგივე ცისკრის ვარსკვლავი) — ვენერა, აფროდიტე, იშტარი მარიხი (იგივე არიან, თახა) — მარსი დია (იგივე მუშთარი) — იუპიტერი ზუალი — სატურნი ჰელიო(იგივე არდი) —მზე ბორჯღალის კონცენტრაციის ცენტრი, ანუ „ბურჯი“, საიდანაც თითოეული „ღალა“ (მნათობი) გამოედინება, ღმერთის სავანეს განასახიერებს. ![]() 224 შეფასება არ არის
|