x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ვემზადებით ზამთრისთვის – ორგანიზმს გაწმენდა და იმუნიტეტის ამაღლება ეფექტურად და თან, იაფად

ნიორი — ფანტასტიკური პროდუქტია, რომლის შეფასებისას, გადამეტება რთულია. მთელი მსოფლიოს მეცნიერები აღიარებენ ამ ბოსტნეულის სასარგებლო თვისებების ფასდაუდებელ ფაქტს. მას ანტიბაქტერიული თვისებები გააჩნია და გამოიყენება სერიოზული დაავადებების, როგორც მკურნალობის, ისე პროფილაქტიკისთვის.


image


ნიორი განსაკუთრებით სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა ისეთი დაავადებებისთვის, როგორიც არის: ჰიპერტონია, ქოლესტერინის მაღალი დონე, გულის იშემიური დაავადება, ინფარქტი, ათეროსკლეროზი. ამ უკანასკნელის განვითარების შესანელებლად, ნიორი ძალიან ეფექტური საშუალებაა. გარდა ამისა, მას არტერიული წნევის ზომიერად დაწევაც შეუძლია (ძალიან მაღალ წნევას ვერ შველის).

ნიორი სასარგებლოა სწორი ნაწლავის, კუჭის, მკერდის, პროსტატიტის, ფილტვის და შარდის ბუშტის კიბოს პროფილაქტიკისთვისაც და საერთოდ, მას ადამიანის ორგანიზმის სრულად განახლება და უჯრედების აღდგენა შეუძლია.

ჩინურ მედიცინაში ნიორი უძველესი დროიდან, სწორედ ორგანიზმის აღდგენისთვის გამოიყენება. ამისთვის 1 კბილ ნიორს ჭრიან, პირში იდებენ და ნერწყვთან ერთად, პირის ღრუში ამოძრავებენ. ამ პროცედურის ჩატარება აუცილებელია დილით, უზმოზე, 30 წუთის მანძილზე. ნივრის წუწნის ეფექტი, ნამდვილად რომ გამაოგნებელია!

ნიორი ალიცინს გამოიმუშავებს – ნივთიერებას, რომლის გამოც, მას ასეთი მძაფრი სუნი აქვს. სწორედ ეს ნივთიერებაა ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ნერწყვი, სასარგებლო ნივთიერებებთან ერთად, სისხლში გადადის, ასუფთავებს სისხლძარღვებს, ლიმფას. ის ასევე ამაგრებს პირის ღრუს და აჩერებს სისხლდენას კბილებიდან. გარდა ამისა, ის:


ასუფთავებს ორგანიზმს მავნე ნივთიერებებისგან;
ჯანმრთელობას უნარჩუნებს თირკმელებს;
ასუფთავებს კანს;

აძლიერებს იმუნურ სისტემას;

კურნავს ბრონქიტს;
აძლიერებს მადას;
ასუფთავებს სისხლს;
სასარგებლოა ანემიის დროს;

საუკეთესო საშუალებაა ქრონიკული ხველის დროს;

წმენდს ქვებისგან თირკმელებს;
სასარგებლოა შარდის ბუშტის დაავადების დროს.


პროცედურის შემდეგ, ნიორი უნდა გადააგდოთ, ხოლო კბილები გაიხეხოთ, რომ არასასიამოვნო სუნი მოიშოროთ. თუ კბილის პასტა სუნს ვერ გააქრობს, ოხრახუშის ღერო ან ყავის მარცვალი დაღეჭეთ.


P. S. თუ გაგიჭირდათ, თავიდანვე მთელი კბილი ნივრის 30 წთ. პირში გაჩერება, მცირე დოზებით დაიწყეთ (მაგ., კბილის 1/4) და შემდეგ, ნელ-ნელა გაზარდეთ, ვიდრე 1 კბილამდე არ ახვალთ.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ნამდვილ მხატვარს ტილო არ სჭირდება... (15 ფოტო)

* სიმპტომები, რომლებიც მიანიშნებს, რომ თქვენს ღვიძლს სასწრაფოდ გაწმენდა ესაჭიროება (+ გაწმენდის 3 რეცეპტი)

* მექსიკაში აღმოჩენილი უძველესი არტეფაქტები, მაიას ტომის უცხოპლანეტელებთან კონტაქტის ფაქტს ადასტურებს

* როგორ იქმნება ფოტო–შედევრები? – ფოტოგრაფმა გადაღების პროცესი გაასაჯაროვა (25 ფოტო)

* ყველაზე უცნაური საწოლები და საძინებლები

* ვირების ყველაზე დიდი რბოლა მსოფლიოში

* სახალისო ხრიკები, Instagram–ზე "მაგარი" ფოტოს გასაზიარებლად

* კადრები ფილმებიდან, რომელიც კომპიუტერული გრაფიკა აღმოჩნდა (20 ფოტო)



0
146
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
146
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0