სხვა ცნობილი სპორტსმენები, რომლებმაც ფილმებში ითამაშეს 2022, 24 ნოემბერი, 14:07 კალათბურთელმა დენის როდმანმა ითამაშა არა ერთ ფილმში და სერიალში. დენისი გამოჩნდა ისეთ ფილმებში, როგორიცაა "შურისმაძიებლები", "ბავშვები", "სუპერ აგენტი სიმონი" და სერიალი Soldier of Fortune. ფეხბურთელმა დევიდ ბექჰემმა ითამაშა მცველის როლი ფილმში "King Arthur: The Sword." კალათბურთელმა მაიკლ ჯორდანმა ითამაშა ფილმში Space Jam. ამერიკელი სპორტსმენი ჯონი ვაისმიულერი 24 წლის ასაკში ხუთგზის ოლიმპიური ჩემპიონი იყო ცურვაში. ჯონიმ მოახერხა ლეგენდარული "ტარზანის" როლის განასახიერება, რომელიც დღემდე ახსოვს უამრავ კინომოყვარულს. მიხაელ შუმახერმა ითამაშა ფილმში "ასტერიქსი ოლიმპიურ თამაშებზე". ფილმში ავტომრბოლელმა მეეტლეს - მაიკლ შუმიქსის როლი შეასრულა. ფრანგი ფეხბურთელი ერიკ კანტონა კარიერის დასრულების შემდეგ მსახიობი გახდა, ითამაშა 15-მდე ფილმში. ზინედინ ზიდანმა შეასრულა ერთ-ერთი როლი ფილმში „ასტერიქსი ოლიმპიურ თამაშებზე“. მსოფლიოს ათგზის ჩემპიონმა და ევროპის საუკეთესო მოციგურავის ექვსგზის მფლობელმა, ნორვეგიელი სონია ჰენიმ ითამაშა ფილმში "ერთი მილიონში". მაგრამ ჰენიმ ნამდვილი პოპულარობა მხოლოდ ცნობილ "მზიური ველის სერენადის" შემდეგ მიოპოვა. ლეგენდარულმა მოკრივემ მაიკ ტაისონმა ითამაშა კომედიაში The Hangover ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავი, ო ჯეი სიმპსონი პირველად გადაიღეს ფილმ-ტრილოგიაში "თხის რქა პირველი", შემდეგ კი მთელს მსოფლიოში ცნობილი გახდა ასევე ტრილოგიით "შიშველი პისტოლეტი" ლევან თედიაშვილმა ითამაშა ასევე სხვა სპორტსმენთან, ველომრბოლელ ომარ ფხაკაძესთან ერთად ფილმში "ხარება და გოგია", ლეგენდარულმა მოჭიდავემ ახლახან კიდევ ერთ ფილმში ითამაშა -"მეოთხე ბრაიტონი“. დეკემბერში შედგება ქართული ბლოგბასტერის, "9 ძმის"პრემიერა, სადაც თამაშობს ორი ქართველი სპორტსმენი: ძიუდოსიტი ლაშა ბექაური და MMA-ს მებრძოლი რომან დოლიძე. 509 2-ს მოსწონს
|