x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო კომპაქტური ავტომობილები
image

შთამბეჭდავი მანქანის დამზადება უფრო ადვილია, როცა ის დიდი, მდიდრული და ძვირია.
მაგრამ გაცილებით მეტი გამომგონებლობა სჭირდება, რომ შექმნა ბრწყინვალე კომპაქტური ავტომობილი.

ქვემოთ გაეცნობით საუკეთესო პატარა მანქანებს, რომლებიც ოდესმე შექმნილა, რადგან ისინი იყვნენ ინოვაციური, წარმატებული ან განსხვავებული.

შენიშვნა:რეიტინგი ქრონოლოგიური თანმიმდევრობითაა წარმოდგენილი


Austin Seven-მაშინ როცა ჰენრი ფორდი ამერიკელებს თავისი Model T-ით ანებივრებდა, ჰერბერტ ოსტინმა იგივე გააკეთა ინგლისში Austin Seven-ის სახით . ავტომობილი იმდენად კარგი იყო, რომ BMW-მ და ფრანგულმა ეკიპირებამ Rosengart-მა დიზაინის ლიცენზირება მოახდინა, ხოლო Datsun-მა უბრალოდ დააკოპირა.

image

Fiat Topolino- უკეთ ცნობილი როგორც ტოპოლინო მაუსი, მიკი მაუსის იტალიური სახელი, მანქანა 1936 წლიდან 1955 წლამდე გამოდიოდა.მანქანის მაქსიმალური სიჩქარე მხოლოდ 85 კმ/სთ იყო, მაგრამ საწვავის მოხმარება დაახლოებით 6 ლიტრი 100 კმ-ზე, რაც თავის დროზე საკმაოდ დაბალი იყო.მთიანად გაიყიდა 520 000 ასლი.

image

Volkswagen Käfer-მის საკამათო წარმომავლობაზე რომ არ ვისაუბროთ არ შეიძლება უარვყოთ, რომ „სახალხო მანქანამ“ საფუძველი ჩაუყარა მასებისთვის იაფ მანქანების წარმოებას. ეკონომიური, პრაქტიკული და განსხვავებული ფორმით, Beetle იყო ყველაზე გრძელვადიანი მანქანა, რომელიცმზადდებოდა იყო 1938 წლიდან 2003 წლამდე - მთლიანად 21 მილიონი გაყიდული ასლით. თუმცა ეს ჰაერით გაგრილებული უკანა ძრავა საკამოდ ხმაურიანი.

image

Fiat -500-ფიატი ყოველთვის ამტკიცებდა, რომ ამ იტალიური კომპანიის სიძლიერე კომპაქტურ მანქნებშია.ეს იყო ეკონომიური მანქანა. 500-ს ჰქონდა 499 cc ჰაერით გაგრილებული უკანა ორცილინდრიანი ძრავა. სავარძლები ოთხ ადამიანზე და მრგვალი დამოუკიდებელი საკიდარი. მანქანა, რომელმაც იტალიის ავტომრეწველობა ფეხზე დააყენა.გამოდიოდა 1957 წლიდან 1973 წლამდე.

image


Opel Kadett B-(1965წ.)თავდაპირველად ჩაფიქრებული, როგორც მუშა ავტომობილი, კადეტი მიმართავდა სხვადასხვა ფორმასა და ზომას. პატარა 1.0-ლიტრიანი კრეისერით, კუპეთი და უნივერსალით დამთავრებული - ზოგჯერ ხის გვერდითი პანელებით. Opel-მა 1968 წელს სრულიად ელექტრო ვერსიაც კი გამოსცადა - მართლაც ინოვაციური.


კადეტმა ყველას აჯობა გერმანულ მანქანებში და ზოგადად ითვლებოდა იმ დროისთვის საუკეთესო ავტომობილად. მან ამერიკაშიც კი მიაღწია; 60-იანი წლების ბოლოსთვის აშშ-ში, სოლიდური რაოდენობა 430, 000 ათასი ეგზემპლარი გაიყიდა.

image

Fiat-127-ბევრს ალბათ არც ახსოვს, ან ადვილად ივიწყებენ, თუ როგორი იყო Fiat 127 1972 წელს- ის იყო წარმოუდგენლად კომპაქტური, წინა წამყვანი თვლებით და ლარტყული გადაცემის საჭით ჰეჩბეკის ყველა პრაქტიკულობით . ამრიგად, 127 წინ უსწრებდა Renault 5-ს, Honda Civic-ს, Ford Fiesta-ს და Peugeot 104-ს.

image

Ford Fiesta-(1976 -1983 წელი), ახლა ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ეს იყო Ford-ის პირველი მცდელობა tranvserse ძრავითა და წინა წამყვანი თვლებით. უცნაურმა დიზაინმა და ჭკვიანურმა შეფუთვამ უზრუნველყო მისი საოცარი პოპულარობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოგვიანებით გამოჩნდა სპორტული ვერსიები, როგორიცაა Supersport და XR2. დამზადდა დაახლოებით 22 მილიონი ფიესტა.

image

Renault Twingo-(1992 წლიდან დღემდე-)ბრწყინვალედ პროექტირებული შიგნიდან და გარედან, პირველი თაობის Twingo იყო ნამდვილი შედევრი; სახელწოდება მოდის „ტვისტის“, „სვინგის“ და „ტანგოს“ კომბინაციიდან.

image

Toyota Yaris(გამოდის 1999 წლიდან) იყიდება ასევე Vitz-ისა და Echo-ს სახელით, Yaris-მა შეცვალა Starlet -ი და ეს დიდი ხნის წინ იყო ჩაფიქრებული. ბევრად უფრო თანამედროვე, ბევრად უკეთესი სამართავად და ბევრად უფრო უსაფრთხო, Yaris იყო დიდი წარმატება Toyota-სთვის მთელ მსოფლიოში.

image

Peugeot 107-2005 წელიდან დღემდე-ასევე იყიდება როგორც Citroën C1 და Toyota Aygo, 107 იყო ერთ-ერთი იმ ავტომობილთაგანი, რომელიც შეუძლებელია არ შეგყვარებოდათ. კომპაქტური, იაფი შესაძენად და ექსპლუატაციი დროს, მსუბუქი სამართავი და კარგი გარეგნობის, ამ ქალაქის ავტომობილების ტრიომ აჩვენა, რომ საუკეთესოები იწყება მცირე ზომებიდან.

image

2
305
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
305
  
2022, 3 დეკემბერი, 22:43
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 23 ნოემბერი, 23:15
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2