x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"მამა ლოთი, დედა მკვლელი" - მსახიობმა შარლიზ ტერონმა მძიმე წარსულზე ისაუბრა
image

შესანიშავმა კინომსახიობს შარლიზ ტერონს კინოში საუკეთესო როლები შეხვდა და ღირსეულადაც ითამაშა. ყველაზე უკეთ გამოსდიოდა როლები, რომლებშიც მკვლელობის ან ძალადობის მსხვერპლი გახდა და როგორც გაირკვა, ცხოვრებამ თავად ასწავლა ასე თამაში და არა სამსახიობო სკოლამ.


მამამისი ალკოჰოლიკი იყო. არ ყოფილა დღე, რომ სახლში მთვრალი არ მოსულიყოს.


ერთ საღამოსაც ისე გამოთვრა, რომ სახლში ცეცხლსასროლი იარაღით ხელში შევიდა, რის შემდეგაც შეიჭრა 15 წლის შარლიზის ოთახში და იარაღი მოუღერა. გოგონამ და დედამიმა გერდამ მისი შეჩერება სცადეს, თუმცა მამაკაცმა ორიოდე ნაბიჯით უკან დაიხია, იარაღი ცოლისა და ქალიშვილისკენ მიმართა და სამი ტყვია ესროლა.



- არც ერთი ტყვია არ მოგვხვედრია, ეს იყო უბრალოდ სასწაული. მაგრამ დედაჩემმა თავდაცვის მიზნით გადაწყვიტა ამ საფრთხის გაუვნებელყოფა, - იხსენებს მსახიობი.


image

გოგონას დედამ ქმარს იარაღი წაართვა და ქალიშვილის თვალწინ მისი მიმართულებით ისროლა, რის შემდეგაც მამამისი ადგილზე მოკვდა. სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ეს იყო თავდაცვა და შერონის დედა გერდა გაამართლა.


მას შემდეგ, რაც პოპულარული გახდა, შარლიზი დიდხანს მალავდა სიმართლეს და ამბობდა, რომ მამამისი ავტოკატასტროფაში დაიღუპა. მაგრამ მრავალი წლის შემდეგ მან გამონახა ძალა, ეთქვა საშინელი სიმართლე იმის შესახებ, რაც მოხდა იმ უბედურ ღამეს.


- ვფიქრობ, ჩემს ზრდასრულ ცხოვრებაზე ყველაზე დიდი გავლენა იქონია იმან, რომ ოდესღაც ლოთთან ერთად ვცხოვრობდი სახლში და არასდროს ვიცოდი, რა მოხდებოდა შემდგომ დღეს- აღნიშნა მან.

image

შარლიზ ტერონი 1990-იანი წლების ბოლოს გახდა ცნობილი როლებით ისეთ ფილმებში, როგერებიცაა „ორი დღე ხეობაში“, „მძლავრი ჯო იანგი“, „ეშმაკის ადვოკატი“ და „მეღვინეების წესები“. ტერონის მიერ განსახიერებულმა სერიული მკვლელის ეილინ უორნოსის როლმა ფილმში „მონსტრი“ (2003) კრიტიკოსების და კინომოყვარულების მოწონება და არაერთი ჯილდო დაიმსახურა, მათ შორის „ოქროს გლობუსი“, „ვერცხლის დათვი“, „ოსკარი“ ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის და სხვა.


ტერონი აფრიკაში დაბადებულთაგან პირველი მსახიობი გახდა, რომელმაც ოსკარი მოიპოვა. 2005 წელს შარლიზი კვლავ წარადგინეს ოსკარის ნომინაციაზე ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისათვის ფილმში „ჩრდილოეთის ქვეყანა“ (2005). ჰოლივუდის ბულვარზე გახსნილია შარლიზ ტერონის სახელობის ვარსკვლავი.

0
188
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
188
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0