x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"კვარა გოლი" - სიმღერამ, რომელიც ხვიჩა კვარაცხელას მიუძღვნეს, ერთ დღეში ნახევარი მილიონი ნახვა დააგროვა
image

მთელი ქართველი ერის სიამაყეს, "ნაპოლის" ფორვარდს, ხვიჩა კვარაცხელიას სიმღერა მიუძღნეს, ამისთვის კი რამდენიმე ქართველი მუსიკოსი და ჯგუფი გაერთიანდა.მუსიკის ავტორია ავთო წიკლაური ჯგუფ "ბერიკონიდან", სწორედ ეს ძველი სიმღერა ახელბურად ააჟღერეს ჯგუფებმა "სეიშენმა", , დუეტმა ლეონმა და “ერეკლეონმა", ტექსტის ავტორია ქეთი ჩხაიძე.


სიმღერის პრემიერა შედგა მარიკო კარტოზიას საავტორო გადაცემაში "სიკეთე მარტივია", რომელმაც ერთ დღე-ღამეში ნახევარ მილიონამდე ნახვა დააგროვა.



სულ რაღაც ორიოდე დღის წინ ბრიტანულმა გამოცემა Fourfourtwo-მ მსოფლიოს 100 საუკეთესო ფეხბურთელების რეიტინგი გამოაქვეყნა. ჩვენი სრულიად ახალგაზრდა, 21 წლის ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია სიაში 37-ე ადგილზეა და ბევრ ცნობილ მოთამაშეს უსწრებს.მათ შორისაა კრიშტიანუ რონალდუ, ლაუტარო მარტინესი, მარკო ვერატი, კაზემირო, სერჟ გნაბრი, გავრიელ ჟეზუში, ლეროი სანე, რაჰიმ სტერლინგი, დუშან ვლაჰოვიჩი, რიშარლისონი, მეისონ მაუნტი, ლეონ გორცეკა და სხვები.


„100 საუკეთესო მოთამაშის საბოლოო რეიტინგის შედგენის დროს გვინდოდა, რომ მაქსიმალურად სამართლიანები ვყოფილიყავით. მოთამაშეთა შერჩევისას გავითვალისწინეთ რამდენიმე ფაქტორი, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ნიჭი და ტალანტი. ჩვენს სიაში მოხვდნენ მომავალი ვარსკვლავები და ასევე ის შესანიშნავი მოთამაშეები რომელთა თამაშიც გულშემატკივრებს არასდროს დაავიწყდება“ – წერია სტატიაში.


გამოცემა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც წერს: „კვარაცხელია უცნობი ქართველი ფეხბურთელი იყო, რომელიც 2022 წლის დასაწყისში სამშობლოში, ბათუმის „დინამოში“ სათამაშოდ დაბრუნდა. ახლა კი „ნაპოლიში“ ბრწყინვალე თამაშით „ანგრევს“ სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგას. კვარაცხელია, გარემარბია, რომელსაც უყვარს შეტევა, ჭკვიანი მოთამაშეა და კარგად იცის, როგორ გააკონტროლოს თამაშის ტემპი“.

0
394
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
394
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0