x
image
თეონა გორდეზიანი
ვინ იყო მოსე შანიძე და რა რატომ არ დაბრუნდა გერმანიიდან საქართველოში ...
აკაკი შანიძე ძმასთან, მოსე შანიძესთან ერთად ბერლინში.
1928 წელი.
მოსე შანიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული­ ფაკულტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი გახლდათ. იგი, როგორც კათედრის მომავალი გამგე, 1920 წელს კვალიფიკაციის ასამაღლებლად გერმანიაში მიავლინეს. იქ ეუფლებოდა იურიდიულ მეცნიერებასა და სამედიცინო სასამართლო ექსპერტიზის მეთოდებს. იქვე დაასრულა ფრაიბურგის ქიმიის ინსტიტუტი. ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ მოსე სამშობლოში აღარ დაბრუნებულა. აკაკი შანიძე უკანასკნელად შეხვდა ძმას 1928 წელს, ბერლინში ყოფნისას. აკაკის ქალიშვილის მზექალა შანიძის მოგონება მათი საუბრის შესახებ - „მამამ სთხოვა ძმას, დაბრუნდი, ქართულ უნივერსიტეტს სჭირდებიო, მოსეს კი უთქვამს: მე სახელმწიფო სამართლის სპეციალისტი ვარ და იმ სახელმ­წიფოს, რომელსაც თქვენ აშენებთ, სახელმწიფო სამართალი არც აქვს და არც სჭირდებაო“.
image
წყარო: “ციფრული ფოტომატიანე''
0
146
1-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
146
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0