საზოგადოება „ღმერთო ეს დღე გადამატანინე და არასოდეს აღარ გამოვიძახებ სულებს“ - ლალი მოროშკინა 2022, 21 ნოემბერი, 20:45 პიარტექნოლოგი, ჟურნალისტი და პოლიტოლოგი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში წერს, რომ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტები მას რამდენჯერმე ურეკავდნენ და მისგან პასუხის მიღებას ცდილობდნენ - ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია, თუ ქველმოქმედი?. ამაზე ლალი მოროშკინამ მათ პასუხი გასცა, თუმცა ჟურნალუსტები მისი მოსაზრებით არ დაკმაყოფილდნენ. . გთავაზობთ მოროშკინას პოსტს: . „ღმერთო ეს დღე გადამატანინე და არასოდეს აღარ გამოვიძახებ სულებს
ისევ ზარი "ფორმულადან"
-კარგით, "მზიანი ღამე თუ არ დაგიწერიათ, აბა თანაავტორებს რომ ყავხართ ნახსენები?
-მომეცით ტელ.გადავურეკავ
-ყველა გარდაცვლილილია!
-ბატონი?
-მარტო თქვენ ხართ ცოცხალი!
-და რა გნებავთ?
-პასუხი კითხვაზე ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია თუ ქველმოქმედი
-პასუხი გარდაცვლილებისგან?
-არა თქვენგან!
-ქველმოქმედი!!!!კიდევ გაქვთ შეკითხვა?
-მართლა არ დაგიწერიათ "მზიანი ღამე"?
-დამიწერია კი, ვეფხის ტყაოსანი და შუშანიკის წამებაში მთავარი გმირიც მე ვარ!!!
აკი მაფრთხილებდი, სად შევიდა ჩემი ეტლი სააად?
ვავაააა
აი თუ ვიცოდე რა უნდათ?¿?? --- წერს ლალი მოროშკინა.
,
.
251 შეფასება არ არის
|