სხვა უცნაური ისტორიული მოვლენა: როგორ მოიკლეს თავი ცეკვით სტრასბურგის მკვიდრებმა 2022, 17 ნოემბერი, 19:12 საუბარია არა ერთ მოვლენაზე, არამედ რამდენიმეზე. არ შეგვეშინდება, თუ ვიტყვით სიტყვა „ეპიდემიას“. „ცეკვის ჭირმა“ თითქმის 400 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.
![]() მთელი ისტორია დაიწყო ვიღაც ტროფეათი. მან უმიზეზოდ ცეკვა დაიწყო. ![]() თან ისე, რომ მთელი 5 დღე ცეკვავდა, სანამ ადგილზე არ მოკვდა. სანამ ტროფეა მოკვდებოდა, ცეკვაში მთელი 34 ადამიანი აჰყვა! ![]() ასე რომ თავის ველურ და უცნაურ ცეკვაში მარტო არ იყო. მხიარულ „გართობას“ ყოველდღე სულ უფრო მეტი ადამიანი უერთდებოდა. ![]() 1 თვეში თითქმის 400 ადამიანი შეუერთდა. ცხოვრება გაჩერდა. ეს ხალხი არაფერს ჭამდა, არ სვამდა, მხოლოდ ენერგიის დაცლამდე ცეკვავდა. ![]() ზოგიერთი დაღლილობისგან მოკვდა, სხვები – გულის შეტევისგან. ![]() ნებისმიერ შემთხვევაში, ყველაფერი სამწუხაროდ დასრულდა. საბოლოოდ, ქალაქის ხელისუფლება იძულებული გახდა, რომ ყველა მუსიკალური ინსტრუმენტის გამოყენება აეკრძალა. ამან იმოქმედა. ![]() ყველაფერი ისე უეცრად დასრულდა, როგორც დაიწყო. მეცნიერები და ისტორიკოსები დღემდე ცდილობენ გაიგონ, რა მოხდა სინამდვილეში, მაგრამ ერთ მოსაზრებაზე ვერ შეთანხმდნენ. ![]() მკვლევარები ყველაზე მეტად ემხრობიან ვერსიას, რომ ადამიანები ასე ცდილობდნენ სტრესის მოხსნას, რომელიც მე-16 საუკუნეში, როცა ტექნოლოგია არ არსებობდა და სტიქიური უბედურებები ხშირი იყო, საკმარისზე მეტი იყო. ![]() სხვები ამბობენ, რომ პრობლემა საკვებში იყო. შესაძლოა პურში და დაინფიცირებულ ფქვილში, რამაც კონვულსია გამოიწვია. ![]() ასეა თუ ისე, არც ერთი ვერსია ოფიციალურად დადასტურებული არაა. მსგავსი „ეპიდემიები“ ევროპის სხვა ქალაქებში არაერთხელ განმეორდა. ასევე დაგაინტერესებთ: 1. აი, როგორ გამოიყურებოდა მივიწყებული მსოფლიოს 7 საოცრება 2. პირველი სიცილაკი ხეთებმა 4000 წლის წინ მოიფიქრეს. ამ ნიშნით ნივთებს რთავდნენ 3. 14 ფაქტი, რომელიც დროზე წარმოდგენას შეგიცვლით 4. მაიმუნებს სხვის ადგილას თავის წარმოდგენა შეუძლიათ - ახალი კვლევა 5. 11 წარმოუდგენელი ფაქტი სამყაროს შესახებ, რომელთა შესახებაც დღემდე არ გსმენიათ 6. როგორ გამოიყურება ემპაირ სტეიტ ბილდინგის 103-ე სართული, კინოთეატრი თეთრ სახლში და კიდევ 7 საიდუმლო ადგილი, სადაც უცხო პირი ვერ მოხვდება 318 შეფასება არ არის |