პარამეცნიერებები სასტუმრო Wickerham Inn–ის მოჩვენების ისტორია 2022, 21 ნოემბერი, 15:29 ერთ-ერთი ყველაზე დამაჯერებელი არგუმენტი, მოსაზრების სასარგებლოდ, რომ სასაფლაოებზე მოჩვენებები არსებობენ, ქვემოთ მოთხრობილი ისტორიაა: 1801 წელს აშენებული, სასტუმრო Wickerham Inn, ერთ-ერთი უძველესი აგურის ნაგებობა ოჰაიოს შტატში. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ამ ადგილზე, მოჩვენებების არსებობის შესახებ, ჭორები დადის. თუმცა, Wickerham–ს "სიძველის" ლოდინი არ დასჭირვებია, იმისთვის, რომ არამიწიერ ძალებთან კავშირის რეპუტაცია მიეღო. ეს მაშინ მოხდა, როდესაც ის, ჯერ კიდევ, გაპრიალებული, ნარინჯისფერი აგურის შენობა იყო... ჩატარდა გამოძიება, მაგრამ ვერც ცხედარი იპოვეს და ვერც ეჭვმიტანილი. სასტუმროს მეპატრონემ პიტერ უიკერჰემმა ოთახის შიგთავსის დაწვა ბრძანა, რომ ეს საქმე სასწრაფოდ დაესრულებინა. მაგრამ, ინფორმაცია მომხდარის შესახებ, სოფლად გავრცელდა. შემდეგ, ტავერნაში, დროდადრო, უცნაურმა, უთავო ფიგურამ დაიწყო გამოჩენა... ზოგჯერ მისი სილუეტი, სასტუმროს ზედა სართულის ფანჯარაში ჩანდა. ხან კი, ის სასტუმროს მახლობლად მდებარე მინდორში იდგა და საშინელ ხმებს გამოსცემდა. XIX საუკუნის შუა წლებისთვის, სასტუმროს რეპუტაცია ისე გაუფუჭდა, რომ ადგილობრივებმა მასთან მიახლოებაზე უარი თქვეს. ამიტომ, მან ფუნქციონირება შეწყვიტა და ოჯახის კერძო რეზიდენციად იქცა. 1922 წ. ფლორენს უიკერჰემი და მისი მეუღლე საცხოვრებლად, ყოფილ სასტუმროში გადავიდნენ და ძველი სახლის მოდერნიზაცია დაიწყეს. ფლოს, ისტორია სასტუმროს მოჩვენების შესახებ, არაერთხელ ჰქონდა მოსმენილი. მაგრამ, ყურადღებას არ აქცევდა, რადგან თვლიდა, რომ ის საფუძველს იყო მოკლებული და მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფი იყო... და ეს მანამ, ვიდრე მან და მისმა მეუღლემ ჩონჩხი არ იპოვეს, რომელიც პირდაპირ სარდაფის იატაკის ქვეშ იყო დამარხული. ეს, წყვილისთვის, ნამდვილად ჭეშმარიტების მომენტი უნდა ყოფილიყო. მათმა აღმოჩენამ, დაადასტურა არა მხოლოდ ლეგენდა, საუკუნის წინ მომხდარი დანაშაულის შესახებ, არამედ ისტორია მოჩვენების შესახებ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სარდაფში ნაპოვნ ჩონჩხს თავი არ ჰქონდა. ხოლო, ადგილობრივები დღემდე აგრძელებენ იმის მტკიცებას, რომ "Wickerham-ის მოჩვენება" ნახეს... არხის სხვა სიახლეები:* პერუში აღმოჩენილმა გასაღებმა, შეიძლება, ღმერთების სამყაროს კარიბჭე გახსნას* აკრძალული არქეოლოგია - რას გვიმალავენ მეცნიერები?* შეურიეთ 2 ინგრედიენტი და დაივიწყეთ პრობლემა! – საუკეთესო საშუალება ქუსლებიდან ნადების და ნახეთქების მოსაცილებლად* არსებობენ, თუ არა უცხოპლანეტელები? – პასუხობს ასტროფიზიკის პროფესორი* ლიმონი და მარილი, აბების ნაცვლად – თავის ტკივილის (შაკიკის) გაყუჩება ნატურალური საშუალებებით* უჩვეულო და სასარგებლო ნივთები, რომლის შეძენა ნამდვილად მოგინდებათ* 205 მილიონიანი ინვესტიცია და ასობით მიტოვებული სასახლე77 2-ს მოსწონს
|