კინო "ის იყო ახალგაზრდა და ფული სჭირდებოდა" - დემი მურს უხამსი ფოტოები გაუხსენეს 2022, 16 ნოემბერი, 12:54 ![]() გასულ კვირას(11 ნოემბერს)ჰოლივუდის ვარსკვლავმა, დემი მურმა 60 წლის იუბილე აღნიშნა. მამაკაცთა პოპულარულმა ჟურნალმა MAXIM-მა ჰოლივუდის ვარსკვლავს განსხვავბეულად მიულოცა დაბადების დღე საარქივო ფოტოები გაუხსენა, სადაც ის შიშველი პოზირებს. ერთ დროს დემი მური ახალგაზრდა იყო, თანაც უფულო. 19 წლის ასაკში ლამაზმანი მამაკაცის ამერიკულ ჟურნალ Oui-სთვის შიშველი მკერდით და შიშველი უკანალით პოზირებდა. „გოგონა ახალგაზრდა იყო და ფული სჭირდებოდა. ამიტომ, 19 წლის ასაკში მან ეროტიკულ ფოტოსესიაში მიიღო მოაწილეობა ამერიკული მამაკაცის ჟურნალ Oui-სთვის. შიშველი ფოტოების შემდეგ, უნდა აღინიშნოს, რომ მსახიობის კარიერამ სწრაფად აიწია. გულწრფელად რომ ვთქვათ, გასაკვირი არ არის. ბრავო, დემი! - წერს ჟურნალი MAXIM-ი ოფიციალურ ტელეგრამის არხზე. ![]() ![]() დაახლოებით ექვსი თვის განმავლობაში ის ხვდებოდა 45 წლის შეფ -მზარეულს და რესტავრატორ დენიელ ჰემს. თუმცა, ცოტა ხნის წინ ამერიკულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია წყვილის დაშორების შესახებ. დემი მურის კარიერა განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა 1990-იანი წლებიდან, როდესაც ითამაშა ისეთ საკულტო ფილმებში როგორიცაა : „მოჩვენება“, „რამდენიმე კარგი ბიჭი“, "უხამსი წინადადება"."მხილება" „სტრიპტიზი“, რამაც ის ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობად და სუპერვარსკვლავად აქცია. 18 წლის ასაკში დემეტრია(დემი) ჯინი გაჰყვა ცოლად როკ-მუსიკოს ფრედი მურს. 1987 წელს ის მეორედ გათხოვდა მსახიობ ბრიუს უილისზე, 2005 წელს კი კომედიურ მსახიობ ეშტონ კაჩერზე. 960 2-ს მოსწონს
|