x
image
თეონა გორდეზიანი
ამბავი, რომელიც ცდილობს მიგვახვედროს თუ რას უნდა ვეცადოთ პირველ რიგში ცხოვრებაში

image

როცა მესაათე მოხუცდა და თავი შეუძლოდ იგრძნო, შვილს უხმო და უთხრა:
- შვილო ეს არის საათი, რომელიც შენმა ბაბუამ მაჩუქა და მე კი მინდა შენ დაგიტოვო, მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს და უნდა შემისრულოო.
- იმით დავიწყებ, რომ ეს საათი 100 წლისაა და უფრო მეტისაც, სანამ ამას მოგცემ, მინდა წახვიდე მაღაზიაში და გამყიდველს უთხრა, რომ გინდა გაყიდო ეს საათი და ნახე რამდენს შემოგთავაზებს ...
წავიდა შვილი ნახა მაღაზიის მფლობელი იმანაც შეათვალ- შემოათვალიერა ხელში საათი და 5 მანეთი შესთავაზე, შვილი დაბრუნდა მამამისთან და მოახსენა:
- მამა გამყიდველმა 5 მანეთი შემომთავაზა, რადგან ის ძველია და თან დამცინა კიდეცო..
მამამ ისევ უთხრა:
-ახლა წადი ხორცის მაღაზიაში [ყასაბს] შესთავაზე საათი ნახე ის რას გეტყვისო..
შვილიც წავიდა, ნახა ყასაბი - იმანაც შეათვალიერა და 10 მანეთი შესთავაზა და თან დააყოლა ესეც მამაშენის ხათრითო.
შვილო შერცხვენილი და დამცირებული დაბრუნდა სახლში და მამას მოახსენა საქმის ვითარება..
- მამა არ მოეშვა,
- ახლა წადი ანტიკვარიატის მაღაზიაში ქალაქის ცენტრში, რომ არის და იქ აჩვენენ ეს საათიო..
შვილმას მომაკვდავ მამას უარი ვეღარ გაუბედა და რა გაეწყობაო და წავიდა. ანტიკვარიარის სპეციალისტმა დიდი ხანი ათვალიერა ბაბუასეული საათი, მერე დინჯათ ისე, რომ თავის არ აუწევია 15 000 მანეთი შესთავაზა, გახარებულმა შვილამ სასწრაფოდ სახლში გასწია და მამამის მიახარა :
- მამა 15 000 მანეთი შემომთავაზესო ..
აი ხომ ხედავ უთხრა მამამ :
- მე მსურდა გენახა შვილო, რომ თუ ცხოვრებაში საჭირო ადგილას და სწორ დროს მოხვდები აუცილებლად სწორად დაგაფასებენ და თუ შენი თავის ფასის არ მცოდნესთან მოხვდები ჩალის ფასი იქნები მუდამ, იქიდან კი რაც შეიძლება სწრაფად უნდა წამოხვიდეო...
უცნობი ავტორი
0
86
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
86
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0