x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ებრაელს დავა საკმაოდ ძვირი დაუჯდა-უჩვეულო სასამართლო კვერცხების წონაზე
image

სასამართლო განხილვები უჩვეულო სარჩელზე თითქმის ხუთი წელი გაგრძელდა.


თელ-ავივის საოლქო სასამართლომ საბოლოოდ არ დააკმაყოფილა ებრაელი მოქალაქის საჩივარი, რომელმაც სარჩელი შეიტანა რამდენიმე კომპანიის წინააღმდეგ, რა დროსაც ქალმა დაადანაშაულა ისინი ქათმის კვერცხების არასწორად ეტიკეტირებაში და მომხმარებლების მოტყუებაში, წერს ებრაული გამოცემა Ynet-ი


პრეტენზიის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ პედანტმა და მეწვრილმანე დიასახლისმა დაიქირავა ექსპერტი და თითქმის 700 კვერცხის აწონით დაამტკიცა, რომ მათი დაახლოებით 20%-ის წონა ეტიკეტზე მითითებულზე ნაკლები იყო.



ისრაელის რეგულაციების თანახმად, ქათმის კვერცხები, რომელთა წონა 79 გრამზე მეტია, ათინიშნება როგორც XL, 63-დან 73 გრამამდე - L-ით, ხოლო 63 გრამზე ნაკლები - M-ით.


მომჩივანი განაცხადში ირწმუნებოდა, რომ კვერცხი კლასიფიცირებული და გაყიდული L ზომით (რომელიც უნდა იყოს 63-73 გრამი წონის დიაპაზონში) იწონიდა 63 გრამზე ნაკლებს მომხმარებლის მიერ შეძენის დროს და დაშვებული იყო როგორც საშუალო ზომის კლასიფიკაციისთვის..თუმცა M ზომის კვერცხს უფრო შეესაბამებოდა.


განმცხადებლის სახელით კვერცხის აწონვის ანგარიშში, რომელიც შეავსო და მომზადდა ბუღალტერის მიერ, დეტალურად იყო აღწერილი დაახლოებით 690 კვერცხის წონა, ეტიკეტირებული XL და L. ზომით.განმცხადებელმა გამოთვალა, რომ დაახლოებით 20%პროცენტი კვერცხი არ იყო მარკირებული მათი რეალური ზომის მიხედვით,


მოსარჩელემ მოიყვანა მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ქვეყანაში ყოველი მეხუთე კვერცხი არ შეესაბამება მასზე მითითებულ სტანდარტს.


თავის მხრივ, სასამართლომ აღიარა, რომ ზომა და წონა მნიშვნელოვანია, მაგრამ მხოლოდ პროდუქტის ეტიკეტირების დროს. მაგრამ ტენიანობის დაკარგვა და, შესაბამისად, წონის დაკლება მაღაზიაში მიტანის დროს ან დახლზე დებისას არაფერ შუაშია მწარმოებლებთან.


ამტკიცებდნენ, რომ კვერცხის ფიზიოლოგიური სტრუქტურიდან გამომდინარე, არსებობს წყლის აორთქლების ფენომენი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კვერცხის წონის დაკარგვა დროთა განმავლობაში, იმ სიჩქარით, რომელიც გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორით, მათ შორის ტემპერატურა და ტენიანობა, რომლებზეც კომპანიებს არ აქვს კონტროლი.



ახლა მეწვრილმანე ჯიუტ ებრაელ ქალს იურიდიული ხარჯების სახით 110 000 შეკელის (დაახლოებით 88 ათასი ლარი) გადახდა მოუწევს.

1
547
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
547
  
2022, 12 ნოემბერი, 22:55
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1