x
image
დავითი ჩუთლაშვილი
იერუსალიმში აღმოჩენილი ოქროს 44 უნიკალური ფულის ისტორია
გოლანის მაღლობებზე, ნაჰალ ჰერმონის ეროვნულ პარკში ისრაელის სიძველეთა უწყების წარმომადგენლებმა 1400 წლის წინანდელი 44 ბიზანტიური ოქროს მონეტა აღმოაჩინეს.


ჩანს, საუკუნეების წინ მონეტები მისმა მფლობელმა კედელში დამალა. მას იმედი ჰქონდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს დაბრუნდებოდა და საკუთარ განძს დაიბრუნებდა, თუმცა ეს მან სამწუხაროდ ვეღარ შეძლო...


ოქრო


ზოგიერთ მონეტაზე კეისარი ფოკაა (602-610 წწ) გამოსახული, ზოგზე კი - ჰერაკლე (610-641 წწ).



ცნობისათვის, ეს ის ჰერაკლე კეისარია, რომელმაც 627 წელს ხაზართა ხაკან ჯიბღუსთან ერთად თბილისზე ილაშქრა.


მე-7 საუკუნე ის პერიოდია, როცა არაბეთი, სპარსეთი, ხაზარები და ბიზანტიელები გავლენებისთვის ერთმანეთს ებრძვიან. იერუსალიმი არაბთა ხალიფამ აიღო. სწორედ ამ მომენტამდე, ანუ არაბთა ლაშქრის ისრაელის ტერიტორიაზე უშუალო გამოჩენამდე დამალა 44 ბიზანტიური ოქრო მისმა მფლობელმა. საბრალოს ეტყობა შეეშინდა, რომ არაბი ჯარისკაცები გაძარცვავდნენ და ოქროს მონეტებს წაართმევდნენ. დიდი ალბათობით ის არაბმა ჯარისკაცებმა მოკლეს.


მონეტების უმრავლესობაზე თბილისელი მეციხოვნეების მიერ “ვაციწვერად” წოდებული კეისარი ჰერაკლე და მისი ოჯახის წევრები არიან გამოსახულები. ეს ძალიან საინტერესო მომენტია, რადგან მანამდე ბიზანტიელი კეისრები საკუთარ ოჯახის წევრებს მონეტებზე არ გამოსახავდნენ.


მონეტების მიხედვით შეიძლება თვალი მივადევნოთ ჰერაკლეს ვაჟების ზრდის პროცესს. ისინი თავდაპირველად ბავშვები არიან, ხოლო ზოგ მონეტაზე უკვე მამის მსგავსი წვერი აქვთ.


ოქრო


არქეოლოგებისა და ისტორიკოსებისთვის ოქროს მონეტები ყოველთვის უძვირფასესი მონაპოვარია, რადგან მათი მეშვეობით წარსულის შესახებ ფასდაუდებელი ცნობების მოპოვებაა შესაძლებელი; ოქრო ძალიან კარგად ინახება, ხოლო მასზე ყოველთვის ისტორიის უმნიშვნელოვანესი მომენტებია გამოსახული. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა. მოპოვებულმა მონეტებმა მკვლევარებს სხვა თვალით დაანახა გოლანის მაღლობების, მათზე არსებული დასახლების და ქალაქ ბანიასის ისტორია.


ნაპოვნი განძი მალე მუზეუმში დაიდებს ბინას და ტურისტებს შესაძლებლობა ექნებათ, თავისუფლად დაათვალიერონ ისინი.

1
437
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
437
  
2022, 12 ნოემბერი, 22:51
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1