x
image
დავითი ჩუთლაშვილი
ინგლისში მამაკაცმა ლითონის დეტექტორით ბეჭედი იპოვა, რომლის ფასი 47,000 დოლარია
ალბათ ყველა ადამიანი, ვისაც კი ლითონის დეტექტორი აქვს, ოცნებობს ძვირადღირებული არტეფაქტების პოვნაზე. მათ შორის იყო 69 წლის დევიდ ბოარდი, რომლის ოცნება ერთ მშვენიერ დღეს რეალობად იქცა. ბრიტანეთის სამხრეთ-დასავლეთში მცხოვრებმა მამაკაცმა სულ ახლახანს დაუჯერებელი აღმოჩენა გააკეთა, როცა შუა საუკუნეების ბრილიანტის ბეჭედს წააწყდა, რომელიც საუკეთესოდ არის შემონახული.


ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ულამაზესი ბეჭედი აუქციონზე 30 ათასიდან 40 ათას ფუნტამდე მაინც ეღირება, რაც ამჟამინდელი კურსით 35, 500-47, 300 დოლარის ეკვივალენტია.


ბეჭედი


აღსანიშნავია, რომ 69 წლის მამაკაცისთვის ეს იყო მის ცხოვრებაში მეორე მცდელობა, გამხდარიყო განძის მაძიებელი. პირველი მცდელობა მას გასული საუკუნის 70-იან წლებში ჰქონდა, როცა ადგილობრივი სანაპიროები შეისწავლა. იმ პერიოდში მას ასე ძალიან არ გაუმართლა. მაგრამ 2019 წელს დევიდმა კვლავაც ლოთონის დეტექტორს მოჰკიდა ხელი. ამჯერად კი როგორც ვნახეთ მისი წამოწყება წარმატებით დაგვირგვინდა.



შუა საუკუნეებში ყველა ბეჭედს ხელოსნები ინდივიდუალურად ამზადებდნენ. მაშინ არ იყო მასიური წარმოება და ამიტომ თითოეული ოქროს ნივთი, რაც იმ პერიოდში მზადდებოდა, უნიკალურია. ამიტომ არის შუა საუკუნეებში დამზადებული ნივთების ფასი ასეთი მაღალი.


ბეჭედი


დევიდს ნაპოვნი ბეჭედი თავდაპირველად კანფეტის ქაღალდი ეგონა, თუმცა მალევე გაარკვია, რომ ეს ოქროს ბეჭედი იყო. ბეჭედი შლამით იყო დაფარული და თავდაპირველად თვალი არ მოუჩანდა. დევიდმა იფიქრა, რომ საქმე ჰქონდა ჩვეულებრივ ლითონის ჯართთან და ნაპოვნი ნივთი დაუდევრად ჩაიდო ჯიბეში, თუმცა შინ დაბრუნების შემდეგ ნანახი კიდევ ერთხელ გასინჯა და გაასუფთავა რა ის მიწისა და შლამისგან, დაინახა, რომ რეალურად დაუჯერებელი სილამაზის ბეჭედთან ჰქონდა საქმე, რომელიც საუკეთესოდ იყო შემონახული.


ბეჭედს შიდა ზედაპირზე ფრანგულ ენაზე აწერია შემდეგი ტექსტი: “მე მჯერა შენი და შენც ჩემი გჯეროდეს.” მისი სტრუქტურა ქორწინებას განასახიერებს.


ბეჭედი


ექსპერტები ფიქრობენ, რომ ბეჭედი ჯოან ბრუკის საკუთრება იყო, რომელიც მას ქმარმა, თომას ბრუკმა აჩუქა. ბრუკების ოჯახი მე-14 საუკუნის დასასრულს მთელ ინგლისის სამხრეთში უმდიდრესი იყო. ჯოანი იყო რობერტ ქედარის ქვრივი, რომელიც მდიდარი ვაჭარი გახლდათ და რომელიც ორგზის გახდა ბრისტოლის მერი. მოგვიანებით ქალი თომას ბრუკზე გათხოვდა და ეს ბეჭედი სავარაუდოდ მისი მეორე ქორწინების საჩუქარია.


დევიდ ბოარდი კვლავაც აპირებს თავისი საქმიანობა განაგრძოს; მას განზრახული აქვს ინგლისის სამხრეთში ძველი ნანგრევების ტერიტორიების შეისწავლა. მოყვარული არქეოლოგი იმედოვნებს, რომ ბევრად უფრო საინტერესო აღმოჩენები ჯერ კიდევ წინ ელოდება.


0
85
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
85
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0