შოუბიზნესი "ძალიან ძველმოდური და გოიმური კითხვა უნდა დავსვა..." - რას წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი "პრაიმ ჰაუსის" შესახებ? 2022, 10 ნოემბერი, 12:49 კომპოზიტორი მაია კაჭკაჭიშვილი ტელეშოუს "პრაიმჰაუზს" ეხმაურება, რომელიც "რუსთავი"2-ზე გადის და წერს: "ძალიან ძველმოდური და გოიმური კითხვა უნდა დავსვა, მაგრამ რას ვიზამ ასაკში ვარ გოიმი ვარ თან არასოდეს მიტყდებოდა ამის აღიარება, აი, იქ "პრაიმ ჰაუსში" მონაწილეებს მშობლები არ უყურებენ? კერძოდ მამები? არ უტყდებათ ანუ? ამის გაგება მინდა... ბოდიშს ვიხდი რომ ძალიან ბნელი გამოვდექი"...
"პრაიმ ჰაუსი"(Prime House)-ახალი რეალითი შოუა, რომელიც რუსთავი -2-ზე დაიწყო, ახლა გადის მეორე სეზონი. პროექტში მონაწილე 14 კონკურსანტს ევალება ერთად ცხოვრება, გამოწვევების გადალახვა და დავალებების შესრულება, ყველა მონაწილეს გამარჯვების თანაბარი შანსი აქვს. ვინ დატოვებს პროექტს და ვინ განაგრძობს მონაწილეობას პირველობისთვის, ამას თავად მონაწილეები ყოველ შაბათს ავლენენ.
პროექტი "პრაიმ ჰაუსის" პირველი გამარჯვებული გიორგი ნაზღაიძე გახდა.
და გადაცემას ბევრი მაყურებელი გულშემატკივარი ჰყავს, "პრაიმ ჰაუსს" "ფეისბუზე 300 000 ათასი გამომწერი ჰყავს. 1109 2-ს მოსწონს
|