საზოგადოება „ილანძღებიან წამყვანები... იძულებული ვარ, რომ...“ - ლალი მოროშკინა განმარტებას აკეთებს 2022, 10 ნოემბერი, 19:28
.
პიარსპეციალისტი და პროფესორი ლალი მოროშკინა იმედის ეთერში მის სტუმრობასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს ეხმაურება და სოციალურ ქსელში, ფეისბუქის საკუთარ წერს:
.
„ძვირფასო მეგობრებო, რადგან გუშინდელმა "პრაიმ-შოუმ" ასეთი რეაქცია გამოიწვია საზოგადოებაში, იძულებული ვარ, განმარტება გავაკეთო. ცხადია, მადლობის მეტი არაფერი მეთქმის ასეთი მხარდაჭერისთვის, მთელი ღამე არ წყდებოდა ზარები და ესემესები, მაგრამ რა რეზულტატი მივიღეთ? ილანძღებიან წამყვანები, რომლებიც ჩემი მეგობრები არიან, ხოლო მთავარი თემა საერთოდ გაქრა.... არ ვიცი, რატომ მიიღო ამ გადაცემამ უკუ ეფექტი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს მოხდა! სადღაც სერიოზული პრობლემაა....“ - წერს ლალი მოროშკინა. . 492 შეფასება არ არის
|