კერძები ბოსტნეულისაგან მსოფლიოს უდიდესი საკვებად ვარგისი სოკო და მისი გასაოცარი საიდუმლო 2022, 9 ნოემბერი, 22:49 ჩვენთან ევროპაში საკვებად ვარგისი სოკოების აბსოლუტური უმრავლესობა მცირე ზომისაა, თუმცა დასავლეთ აფრიკასა და ზამბიაში არსებობს საჭმელი სოკოს ერთ-ერთი სახეობა, რომელიც მართლაც უზარმაზარია. მისი ქუდი 1 მეტრამდეა დიამეტრით. მას მეცნიერები Termitomyces titapicus-ს უწოდებენ.
საქმე იმაშია, რომ ტერმიტომიცესი იზრდება ვეებერთელა აფრიკული ჭიანჭველების - ტერმიტების ბუდის თავზე და მისი სახელწოდებაც სწორედ აქედან მომდინარეობს. ის საკვებად ტერმიტების ფეკალიებს იყენებს და თავის მხრივ მცენარეულ საკვებს ტერმიტებისთვის ნუგბარად გარდაქმნის. სოკოს სიკვდილის და ლპობის შემდეგ კი საკუთრივ ტერმიტებიც იყენებენ მას საკვებად. გარდა ამისა, სოკო ტერმიტებს სიცხისა და წვიმის წყლის ჩადინებისგანაც იცავს. მაგრამ მაინც რატომ იზრდება ის ასეთი დიდი ზომის? ![]() საქმე იმაშია, რომ ტერმიტები თავად უვლიან სოკოს და ორგანული სახეობის სასუქით ამარაგებენ მას. მრავალი ათასი ტერმიტი ყოველდღიურად რუდუნებით ზრუნავს საიმისოდ, რათა სოკო ტერმიტომიცესს არაფერი მოაკლდეს. თუმცა მისი გიგანტური ზომა მხოლოდ ამით არ არის განპირობებული. ტერმიტომიცესს უბრალოდ ძალიან სჭირდება რაც შეიძლება ფართო სპორები, რათა რაც შეიძლება ბევრმა ტერმიტმა გამოკვებოს ის დროის რაც შეიძლება მცირე მონაკვეთში. ტერმიტომიცესი უგემრიელესი სოკოა და მხოლოდ ერთ ქუდს მთელი აფრიკული ოჯახის გამოკვება თავისუფლად შეუძლია. აფრიკელი შემგროვებლებისთვის ის განსაკუთრებული ნუგბარია და ადამიანებიც დაუზარელად კრეფენ მას და არც მოწამვლის ეშინიათ: უბრალოდ შეუძლებელია, უზარმაზარი ტერმიტების სოკო რომელიმე სხვა სოკოში აგერიოს. ![]() 320 შეფასება არ არის
|