x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
გერმანიის ტელევიზიამ შეწყვიტა ეთერი, მას შემდეგ, როდესაც ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის ელჩმა ჰომოსექსუალებს "გონება დაზიანებულები "უწოდა
image

ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ყატარის ელჩმა გერმანიის მაუწყებელს ZDF-ს განუცხადა, რომ ჰომოსექსუალებს აქვთ „დაზიანებული გონება“, ეს იმ დროს ხდება, როდესაც ორიოდე კვირაში სპარსეთის ყურის სახელმწიფო ემზადება გლობალური ტურნირის მასპინძლობისთვის .




დოჰაში გადაღებულ ინტერვიუში, რომელიც სამშაბათს გავიდა ეთერში, ყოფილმა ყატარელმა ინტერნაციონალისტმა ხალიდ სალმანმა ისაუბრა ჰომოსექსუალიზმის საკითხზე, რომელიც უკანონოდ ითვლება კონსერვატიულ მუსულმანურ ქვეყანაში.



ზოგიერთმა ფეხბურთელმა გამოთქვა შეშფოთება იმ გულშემატკივრების გამო, რომლებიც ღონისძიებაზე დასწრებას აპირებენ, განსაკუთრებით ლგბტ+ ადამიანებებზე და ქალებზე, რომლებიც უფლებადამცველის თქმით, დისკრიმინირებული არიან ყატარის კანონებით.




"აქ მათ უნდა მიიღონ ჩვენი წესები ”, - თქვა სალმანმა ინტერვიუში.

„(ჰომოსექსუალიზმი) ჰარამია. იცით, რას ნიშნავს ჰარამი?( (აკრძალულს)” - დასძინა მან.

კითხვაზე, რატომ იყო ეს ჰარამი, სალმანმა უპასუხა: „მე არ ვარ მკაცრი მუსლიმი, მაგრამ რატომ არის ეს ჰარამი? იმიტომ, რომ ეს გონებრივი დაზიანებაა“.



ამის შემდეგ ინტერვიუ მაშინვე შეწყიტვა თანმხლებმა ჩინოვნიკმა.ამის შემდეგ Reuters-ი ყატარში მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზატორებმს დაუკავშირდნენ, მაგრამ მათ კომენტარისგან თავი შეიკავეს.



საქმე იმაშია, რომ ორგანიზატორებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ყატარში მსოფლიო ჩემპიონატის დროს ყველა სტუმარს მიესალმებიან.


image

ყატარი პირველი ქვეყანაა ახლო აღმოსავლეთში, რომელიც უმასპინძლებს მსოფლიო ჩემპიონატს, მაგრამ პატარა ქვეყანა ბოლო წლებში ძლიერი ზეწოლის ქვეშ მოექცა უცხოელი მუშების მიმართ მოპყრობისა და შეზღუდველი სოციალური კანონების გამო.


image

სიტუაციამ ქვეყანაში ადამიანის უფლებების მხრივ გამოიწვია გუნდებისა და ოფიციალური პირების მოწოდება, რომ ბოიკოტი გამოუცხადონ ტურნირს, რომელიც 20 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება.

ინგლისი და უელსი - სხვა ქვეყნებთან ერთად - გეგმავენ ტურნირზე ცისარტყელას ფერის სამკლაურების ტარებას, რომელზეც ამოტვიფრული იქნება "ერთი სიყვარული".

0
334
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
334
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0