x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
დებმა მზაკვრულად იძიეს შური მამის საყვარელზე და სასამართლოს წინაშე აღმოჩნდნენ
image

დიდ ბრიტანეთში დებმა გადაწყვიტეს შური ეძიათ მამის საყვარელზე და საბოლოოდ სასამართლოში ამოყვეს თავი.




დიდ ბრიტანეთში სასამართლო პროცესი მიმდინარეობს ორის დის საქმეზე უესტ იორკშირის საგრაფოდან, რომლებმაც გადაწყვიტეს მზაკვრულად შური ეძიათ მამის ყოფილ საყვარელზე. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Sun წერს.


2015 წელს, სარა ბრაუნმა, უეტერბიდან, ქმარს ჯეფს აღმოუჩინა საყვარლის შიშველი ფოტოები და ვიდეოები. საბოლოოდ მან აპატია ქმარს ღალატი.



წყვილმა მოახერხა ქორწინების გადარჩენა, გააგრძელეს ერთად ცხოვრება და ბედნიერი წყვილის შთაბეჭდილებას სტოვებდნენ. თუმცა, სულ სხვა აზრის იყვნენ მათი ქალიშვილები. 2022 წელს მათმა ქალიშვილებმა სოფიმ და ელიმ, რომლებიც ახლა 27 და 24 წლის არიან, გადაწყვიტეს შური ეძიათ მამის ყოფილ საყვარელზე. უცნობია, იცოდნენ თუ არა გოგოებმა ადრე მამის საყვარლის შიშველი ფოტოების შესახებ.


კრიმინალურმა ფსიქოლოგმა გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, ეს ფოტო-ვიდეო მასალები მათ შემთხვევით 2022 წელს ჩაუვარდათ ხელში, რადგან მათი ქმედებები არ ჰგავს საგულდაგულოდ დაგეგმილ შურისძიებას.


გოგონებმა სურათები განათავსეს ომ ვებსაიტზე, სადაც სექს-მუშაკების მომსახურებას სთავაზობს და მამის ყოფილი საყვარლის საკონტაქტო ტელეფონის ნომერიც მიუთითეს მათ ქალის ქალიშვილსაც გაუგზავნეს მესიჯები ტექსტით: „ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ დედაშენმა არასოდეს დაივიწყოს ის, რაც ჩემს ოჯახს გაუკეთა“. აღსანიშნავია, რომ მანამდე გოგონამ არ იცოდა ჯეფ ბრაუნთან დედის რომანის შესახებ.


შურისმაძიებლების ვინაობა სწრაფად დადგინდა. სოფი, რომელიც უესტ-ირკშირის პოლიციაში მუშაობდა სამარცხვინოდ გაათავისუფლეს. დისციპლინარულ კომისიის სხდომაზე ითქვა, რომ მან, როგორც სამართალდამცავმა, ზუსტად იცოდა, რომ დანაშაულს სჩადიოდა.


ელი, რომელიც, როგორც გამოძიებამ დაადგინა, შურისძიების ინიციატორი იყო, დაკავებულია. ბოლო სხდომაზე მოსამართლემ განაცხადა, რომ "თითქმის გარდაუვალია", რომ გოგონას პატიმრობა ემუქრება ნებართვის გარეშე პირადი ხასიათის სურათების გავრცელებისთვის.


მას საბოლოო სასჯელს ოქტომბერში გამოუტანენ. გოგონების მშობლები უარს ამბობენ პრესასთან ინტერვიუზე, მაგრამ მათი ადვოკატის თქმით, ოჯახი "უზარმაზარ სტრესშია".

მთავარ ფოტოზე: მარცხნიდან დები სოფი და ელი, დედა სარა;მარჯვნივ მამა, ჯეფი ბრაუნი

0
218
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
218
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0