x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"გრი­მი კი არა, ბე­ლას თი­თე­ბი მატყ­ვიაო...თურ­მე, ბე­ლა მი­რი­ა­ნაშ­ვილს მე­ტის­მე­ტად გა­მე­ტე­ბით გა­ურ­ტყამს სი­ლა"

image

გასული თვის ოქტომბერში დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდა ცნობილ ქართველ თეატრის და კინოს მსახიობს გივი თოხაძეს(დაიბადა 20 ოქტომბერს, 1922, ფოთი — გარდაიცვალა . 25 ნოემბერს, 2010) ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სამი წელი იმუშავა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში (ასრულებდა ეპიზოდურ როლებს ისეთი კორიფეების გვერდით, როგორებიც იყვნენ ა. ვასაძე, ა. ხორავა და სხვ.). 1956 წლიდან ხანგრძლივად და ნაყოფიერად მოღვაწეობდა კინოში. მის მიერ განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია უშანგი(შ. მანაგაძის "საბუდარელი ჭაბუკი", 1957) მეფოლადე ("დღე უკანასკნელი, დღე პირველი"-რეჟ. ს. დოლიძე, 1959), ლეინტენატი (ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი“ რეჟ. ყარამან (გუგული) მგელაძე-1965) მაიორი(კუკარაჩა — 1982. რეჟ.— სიკო და ქეთი დოლიძეები.)და სხვა.ამის გარდა მიწვეული იყო არაერთ კინოსტუდიის მიერ ( "აზერბაიჯანფილმი", "ლენფილმი", "ოდესის კინოსტუდია და ა.შ.) თამაშობდა უამრავ საკავშირო ფილმში, განსაკუთრებით შთამბეჭდავი როლი შეასრულა სვერდლოვსკის კინოსტუდიის 1968 წლის მინი-სერიალში "უგრიუმ მდინარე"(იბრაჰიმი)მსახიობს ჰქონდა ჰქონდა გამორჩეული გარეგნობა, გმირის ხასიათის გათავისების არაჩვეულებრივი უნარი, შთამბეჭდავი ხმა.ამის გარდა გახმოვანებული აქვს მრავალი კინოფილმი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.


გთავაზობთ მოგონებებს მსახიობის შესახებ, რომელიც თავის დროზე ჟურნალ "გზაში " გამოქვეყნდა.


120 რო­ლის შემ­ს­რუ­ლე­ბე­ლი და 1000 გმი­რის გამ­ხ­მო­ვა­ნე­ბე­ლი მსა­ხი­ო­ბის "შეც­დო­მა"
"ი­სე­თი კარ­გი იყო, ქა­ლე­ბი მოს­ვე­ნე­ბას არ აძ­ლევ­დ­ნენ"
რამ­დე­ნი­მე წლის წინ, შინ რომ ვეწ­ვიე, და­ნა­ნე­ბით მითხ­რა: "ჩემს ყვე­ლა­ზე დიდ შეც­დო­მად თე­ატ­რი­დან წა­მოს­ვ­ლა მი­მაჩ­ნია. აკა­კი ხო­რა­ვამ ხალ­ხიც კი გა­მო­მიგ­ზავ­ნა, - გა­ი­გეთ, გი­ვის რა­მე ხომ არ უჭირს, რა­ტომ არ მო­დის თე­ატ­რ­შიო? - მაგ­რამ მე მა­ინც კი­ნო ვამ­ჯო­ბი­ნე..."
სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი, გი­ვი თო­ხა­ძე გარ­და­ც­ვა­ლებამდე ბო­ლო პე­რი­ოდ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დი­დად არც ჩნდე­ბო­და, შე­სა­ბა­მი­სად, XXI სა­უ­კუ­ნის თა­ო­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, ხე­ი­რი­ა­ნად არც იც­ნობს მას. თუმ­ცა, სწო­რედ "იმ შეც­დო­მამ" - კი­ნომ შე­მოგ­ვი­ნა­ხა ამ სა­ოც­რად ნი­ჭი­ე­რი მსა­ხი­ო­ბის ხსოვ­ნა, მი­სი შე­სა­ნიშ­ნა­ვი გა­რეგ­ნო­ბა და ხმის ტემ­ბ­რი, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი კი­ნოს ნე­ბის­მი­ე­რი ასა­კის გულ­შე­მატ­კი­ვარ-მოყ­ვა­რუ­ლებ­მა იცი­ან.
16-17 წლის ყო­ფი­ლა, დი­დი სა­მა­მუ­ლო ომი რომ და­იწყო. მი­სი ძმა ლე­ნინ­გ­რად­ში (დღე­ვან­დელ სანქტ-პე­ტერ­ბურ­გ­ში) და­ღუ­პუ­ლა, მა­მა, თურ­მე, კავ­კა­სი­ის მთებს იცავ­და, ექი­მი დე­და კი ჰოს­პი­ტალ­ში დაჭ­რი­ლებს მკურ­ნა­ლობ­და.
თა­ვად ბა­ტო­ნი გი­ვის მო­ნათხ­რო­ბით ვი­ცი:
"ყვე­ლა ჩე­მი ახ­ლო­ბე­ლი, რომ წა­იყ­ვა­ნეს ომ­ში, მე კი არ მი­ძა­ხებ­დ­ნენ, კო­მი­სა­რი­ატ­ში მი­ვე­დი და ვი­კითხე, 1922 წელს ვარ და­ბა­დე­ბუ­ლი და რა­ტომ არ მიგ­ყა­ვართ-მეთ­ქი? ამის შემ­დეგ წა­მიყ­ვა­ნეს, ოღონდ ჯერ, რა­ტომ­ღაც, ბა­ქოს სამ­ხედ­რო სას­წავ­ლე­ბელ­ში. მხო­ლოდ 3 თვის შემ­დეგ აღ­მოვ­ჩ­ნ­დი ფრონ­ტის ხაზ­ზე.
დე­დამ წე­რი­ლი მომ­წე­რა:
- რომ იცო­დე, რა და­მიჯ­და ჯა­რი­დან შე­ნი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბაო! - თურ­მე, მი­სი ძა­ლის­ხ­მე­ვით გა­მიშ­ვეს სას­წავ­ლე­ბელ­ში, მაგ­რამ მა­ინც მოვ­ხ­ვ­დი ფრონ­ტ­ზე".
გი­ვი თო­ხა­ძის 13 წლით უმ­ც­რო­სი მე­უღ­ლე, პი­ა­ნის­ტი, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ზა­ქა­რია ფა­ლი­აშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის მე­ო­რე ხე­ლოვ­ნე­ბის სკო­ლის დი­რექ­ტო­რი, ქალ­ბა­ტო­ნი ლა­უ­რა იაშ­ვი­ლი მი­ამ­ბობ­და:
- ომი­დან დაბ­რუ­ნე­ბულს, სა­მე­დი­ცი­ნო ინ­ს­ტი­ტუტ­ში უნ­და ჩა­ე­ბა­რე­ბი­ნა, მაგ­რამ ბავ­შ­ვო­ბის მე­გო­ბარ­მა, დო­დო აბა­ში­ძემ გა­და­ი­ბი­რა და სა­ბუ­თე­ბი ერ­თად შე­ი­ტა­ნეს თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტის სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტეტ­ზე. აკა­კი ხო­რა­ვა მო­ხიბ­ლუ­ლა გი­ვის ხმით...
image
"ხო­რა­ვამ რომ შე­მათ­ვა­ლი­ე­რა და მო­მის­მი­ნა, გა­დაჭ­რით თქვა: ვოტ, ხო­ჩუ ტა­კიხ ვკურ­სეო! ისე­დაც, ომის გა­მო, ინ­ს­ტი­ტუტ­ში მა­მა­კა­ცე­ბის სიმ­ცი­რე იგ­რ­ძ­ნო­ბო­და და ჩე­მი მო­ნა­ცე­მე­ბის ბიჭს ნამ­დ­ვი­ლად არ გა­უშ­ვებ­და ხე­ლი­დან. ისე მოვ­წონ­დი, ჩემს ყვე­ლა გა­მოც­დას სა­გან­გე­ბოდ ეს­წ­რე­ბო­და. მა­გა­რი ჯგუ­ფი გვყავ­და - "ნაფ­რონ­ტა­ლე­ბი", "ნა­ხიშ­ტ­რე­ბი" ვი­ყა­ვით: მე, გი­ვი ძნე­ლა­ძე, დო­დო აბა­ში­ძე, კარ­ლო სა­კან­დე­ლი­ძე.
სა­ბო­ლო­ოდ, ყვე­ლა­ნი რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რ­ში გაგ­ვა­ნა­წი­ლეს. მა­ლე თე­ატ­რის შე­ნო­ბა და­იწ­ვა და სპექ­ტაკ­ლებს სხვა დარ­ბაზ­ში ვთა­მა­შობ­დით. მე­რე მე წა­მო­ვე­დი თე­ატ­რი­დან და 1952 წელს, უცხო ენე­ბის ინ­ს­ტი­ტუტ­ში, ინ­გ­ლი­სუ­რი ენის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რე. ვმუ­შა­ობ­დი საზღ­ვარ­გა­რეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო სამ­სა­ხურ­ში. სულ უცხო­ე­ლებ­თან მი­წევ­და ურ­თი­ერ­თო­ბა", - იხ­სე­ნებ­და ბა­ტო­ნი გი­ვი.
ლა­უ­რა იაშ­ვი­ლი:
- ბრწყინ­ვა­ლედ ლა­პა­რა­კობ­და ინ­გ­ლი­სუ­რად. მე­რე მეც და­მი­ყო­ლია ცო­ლო­ბა­ზე და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ნელ-ნე­ლა შე­მაყ­ვა­რა თა­ვი. 1954 წელს, უკ­ვე კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის მე­ო­რე კურ­სის სტუ­დენ­ტი, ცო­ლად გავ­ყე­ვი. შე­უღ­ლე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, კი­ნოს­ტუ­დი­ი­დან რომ გა­მო­ი­ძა­ხეს "ბა­ში-აჩუ­კის" სინ­ჯებ­ზე.
თავ­და­პირ­ვე­ლად ბა­ში-აჩუ­კის რო­ლის­თ­ვის მო­უ­სინ­ჯავთ, მაგ­რამ შემ­დეგ ოთარ კო­ბე­რი­ძე და­ამ­ტ­კი­ცეს. თუმ­ცა, ბო­ლომ­დე ვერ შე­ე­ლივ­ნენ და შალ­ვა ერის­თა­ვის ეპი­ზო­დურ როლ­ზე აიყ­ვა­ნეს. ეს მი­სი პირ­ვე­ლი კი­ნო­რო­ლი გახ­ლ­დათ.
ლა­უ­რა იაშ­ვი­ლი:
- იცით, გი­ვი რო­გო­რი ადა­მი­ა­ნი იყო? თუ გა­ი­გებ­და, მის რო­მე­ლი­მე მე­გო­ბარს როლ­ზე სინ­ჯავ­დ­ნენ, რომც და­ე­ბა­რე­ბი­ნათ, არ წა­ვი­დო­და... "ბა­ში-აჩუკს" რე­ჟი­სორ შო­თა მა­ნა­გა­ძის "სა­ბუ­და­რე­ლი ჭა­ბუ­კი" მოჰ­ყ­ვა. უშან­გი გა­ბა­და­ძის რო­ლი უკ­ვე სე­რი­ო­ზუ­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი იყო. ამ ფილ­მ­მა ბევ­რი სა­სი­ა­მოვ­ნო მო­გო­ნე­ბა და­უ­ტო­ვა. ფილმს ქუ­თა­ის­ში იღებ­დ­ნენ.
ერ­თხელ, მახ­სოვს, გა­და­ღე­ბი­დან შინ ლო­ყა­ა­წით­ლე­ბუ­ლი დაბ­რუნ­და. - რა გჭირს, გრი­მი გის­ვია-მეთ­ქი? - გა­ო­ცე­ბულ­მა ვკითხე. - გრი­მი კი არა, ბე­ლას თი­თე­ბი მატყ­ვიაო, - გაბ­რა­ზე­ბულ­მა მი­პა­სუ­ხა. თურ­მე, ბე­ლა მი­რი­ა­ნაშ­ვილს მე­ტის­მე­ტად გა­მე­ტე­ბით გა­ურ­ტყამს სი­ლა.
image
უარ­ყო­ფი­თი პერ­სო­ნა­ჟის გან­სა­ხი­ე­რე­ბა მთლად სა­სი­ა­მოვ­ნო არ უნ­და იყოს, არა­და, ამ როლ­მა ბა­ტონ გი­ვის დი­დი პო­პუ­ლა­რო­ბა მო­უ­ტა­ნა. რო­დე­საც მას უშან­გის როლ­ზე ვე­სა­უბ­რე­ბო­დი, მი­სი ხე­ლოვ­ნე­ბით აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბა ვერ დავ­ფა­რე: რა ოს­ტა­ტუ­რად იქე­ცით "ცუდ ტი­პად" - რე­ა­ლუ­რი გი­ვი თო­ხა­ძის ან­ტი­პო­დად-მეთ­ქი!
მე­რე მი­ამ­ბო:
"სხვა­თა შო­რის, ბევ­რი მე­კითხე­ბო­და, შენ რო­გორ მოგ­ცეს ეგ რო­ლიო? მეც ვპა­სუ­ხობ­დი: ყვე­ლა­ზე იოლი სა­თა­მა­შო სწო­რედ ეგ იყო-მეთ­ქი. "სა­ბუ­და­რე­ლი ჭა­ბუ­კის" შემ­დეგ, სამ­სა­ხუ­რი­დან წა­მო­ვე­დი და კი­ნოს­ტუ­დი­ა­ში შტა­ტი­ან თა­ნამ­შ­რომ­ლად მი­მი­ღეს. მას შემ­დეგ გა­და­მი­ღეს ფილ­მებ­ში: "დღე უკა­ნას­კ­ნე­ლი, დღე პირ­ვე­ლი", "ჭი­ა­კო­კო­ნა", "ბო­დი­ში, თქვენ გე­ლით სიკ­ვ­დი­ლი", "ჩა­რი-რა­მა", "კუ­კა­რა­ჩა", "ყვარ­ყ­ვა­რე", "ხა­ფან­გი" და ა.შ.
სა­ერ­თოდ, კი­ნოს­ტუ­დი­ა­ში არ­სე­ბობ­და კარ­ტო­თე­კა, რის მი­ხედ­ვი­თაც, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სხვა­დას­ხ­ვა კი­ნოს­ტუ­დი­ი­და­ნაც ბევრ მოწ­ვე­ვას ვი­ღებ­დი. გა­და­მი­ღეს სომ­ხურ, აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ, უკ­რა­ი­ნულ, რუ­სულ, ტა­ჯი­კურ ფილ­მებ­ში. ასე და­ვაგ­რო­ვე 120 კი­ნო­რო­ლი. გარ­და ამი­სა, 1000 გმი­რი გა­ვახ­მო­ვა­ნე, რად­გან ყვე­ლას ძა­ლი­ან მოს­წონ­და ჩე­მი ხმის ტემ­ბ­რი..."
image
ლა­უ­რა იაშ­ვი­ლი:
- კი­ნოს­ტუ­დი­ა­ში გი­ვიმ მსა­ხი­ო­ბე­ბის და­სა­ოს­ტა­ტებ­ლად ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა პა­ტა­რა სტუ­დია, რა­მაც სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­უ­ყა­რა კი­ნომ­სა­ხი­ობ­თა ჯგუფს. მი­ხე­ილ თუ­მა­ნიშ­ვი­ლი­სა და ერო­სი მან­ჯ­გა­ლა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, გი­ვი კი­ნომ­სა­ხი­ობ­თა თე­ატ­რის დი­რექ­ტო­რიც გახ­ლ­დათ... არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მეხ­სი­ე­რე­ბა ჰქონ­და. ერ­თხელ ბა­თუმ­ში მა­ტა­რებ­ლით გა­ვემ­გ­ზავ­რეთ გა­და­ღე­ბა­ზე და მთე­ლი ღა­მე გა­უ­ჩე­რებ­ლად კითხუ­ლობ­და გა­ლაკ­ტი­ო­ნის, ლა­დო ასა­თი­ა­ნის, მუხ­რან მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის ლექ­სებს. "ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი" ზე­პი­რად იცო­და.
- თქვენ ხში­რად დაჰ­ყ­ვე­ბო­დით გა­და­ღე­ბა­ზე?
- უჩე­მოდ დიდ­ხანს ვერ ძლებ­და. ორი კვი­რის შემ­დეგ აუცი­ლებ­ლად გა­მო­მი­ძა­ხებ­და ხოლ­მე. სა­ერ­თოდ, ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ერ­თ­მა­ნე­თის კარ­გად გვეს­მო­და - მეც ხომ ხე­ლო­ვა­ნი ვარ! გი­ვის სა­მი ვა­ჟი გა­ვუ­ჩი­ნე, სამ­სა­ხურ­შიც დავ­დი­ო­დი, მაგ­რამ მა­საც ძა­ლი­ან ვუწყობ­დი ხელს. კო­მი­კუ­რი ვი­თა­რე­ბა შე­იქ­მ­ნა "დღე უკა­ნას­კ­ნე­ლი, დღე პირ­ვე­ლის" გა­და­ღე­ბი­სას - ფილ­მ­ში მი­სი გმი­რი შვილს ელო­დე­ბა, სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში კი, მეც დღე-დღე­ზე ვე­ლო­დე­ბო­დი პა­ტა­რას და­ბა­დე­ბას. ვა­ჟის და­ბა­დე­ბის კად­რე­ბის გა­და­ღე­ბი­დან ორ დღე­ში, მეც ვა­ჟი გა­ვა­ჩი­ნე, ამი­ტომ გი­ვის სა­გან­გე­ბო რე­ჟიმ­ში უწევ­და მუ­შა­ო­ბა.
- ბა­ტონ­მა გი­ვიმ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო სა­ხე შექ­მ­ნა რუ­სულ ფილ­მ­ში - "უგ­რი­უმ მდი­ნა­რე". იბ­რა­გი­მის რო­ლის­თ­ვის მას პრი­ზიც მის­ცეს, არა?
- ეს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ფილ­მია. გი­ვი მა­შინ წარ­მო­სა­დე­გი, და­კუნ­თუ­ლი მა­მა­კა­ცი იყო. რო­დე­საც რე­ჟი­სორ­მა ლაპ­შინ­მა ნა­ხა, უთხ­რა, - შენ­ნა­ი­რი ინ­ტე­ლი­გენ­ტუ­რი გა­რეგ­ნო­ბის მსა­ხი­ო­ბი ბან­დი­ტის რო­ლის­თ­ვის არ გა­მო­მად­გე­ბაო, მაგ­რამ რო­გორც კი გრიმ­სა და კოს­ტი­უმ­ში და­იწყო სა­სინ­ჯი გა­და­ღე­ბა, სა­ხე ეც­ვა­ლა - ულა­პა­რა­კოდ და­ამ­ტ­კი­ცა როლ­ზე. ფილმს იღებ­დ­ნენ ციმ­ბირ­ში, ჩვენ სვერ­დ­ლოვ­ს­კ­ში ვცხოვ­რობ­დით, გა­და­ღე­ბა­ზე კი ავ­ტო­ბუ­სით დავ­ყავ­დით კა­უ­როვ­კა­ში, სა­დაც უგ­რი­უმ მდი­ნა­რე ჩა­მო­ე­დი­ნე­ბა. თვალ­წინ მიდ­გას, გი­ვი რო­გორ იღებ­და ნა­პი­რი­დან უზარ­მა­ზარ ლო­დებს და მდი­ნა­რე­ში ყრი­და. იქ­ვე არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ტყე იყო. მა­მა­კა­ცე­ბი თა­ვი­სუ­ფალ დროს იქ სო­კოს საკ­რე­ფად და­დი­ოდ­ნენ, მე­რე ცეცხლს ან­თებ­დ­ნენ, წვავ­დ­ნენ და ასე ვილ­ხენ­დით. ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო ეპი­ზო­დის გა­და­ღე­ბას ვერ და­ვეს­წა­რი, მაგ­რამ გი­ვიმ მი­ამ­ბო: იბ­რა­გი­მი, შიმ­ში­ლით რომ არ და­ი­ხო­ცონ, ტყე­ში უზარ­მა­ზარ ცხე­ნი­რემს კლავს. გა­და­ღე­ბი­სას მარ­თ­ლა გა­ის­რო­ლა, თურ­მე. გამ­წა­რე­ბუ­ლი ცხე­ნი­რე­მი მის­კენ გა­მოქ­ცე­უ­ლა და გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფის წევ­რებს, იარა­ღი რომ არ ჰქო­ნო­დათ, გი­ვი სე­რი­ო­ზუ­ლად და­შავ­დე­ბო­და.
image
- ამ ფილ­მ­შიც ულა­მა­ზე­სი პარ­ტ­ნი­ო­რი ქა­ლი ჰყავ­და - მსა­ხი­ო­ბი ლი­უდ­მი­ლა ჩურ­სი­ნა. ისე­დაც, ბევ­რი ქა­ლი მო­ინ­დო­მებ­და მი­სი გუ­ლის მო­ნა­დი­რე­ბას. არ გე­ში­ნო­დათ მი­სი და­კარ­გ­ვის?
- ისე­თი კარ­გი იყო, მოს­ვე­ნე­ბას მარ­თ­ლაც არ აძ­ლევ­დ­ნენ, მაგ­რამ გი­ვი პა­ტი­ო­სა­ნი მე­უღ­ლე იყო. ნა­ხე­ვარ სა­უ­კუ­ნე­ზე მეტ­ხანს ვიცხოვ­რეთ ერ­თად და ოჯახ­ში ურ­თი­ერ­თო­ბის პრობ­ლე­მა არას­დ­როს შეგ­ვ­ქ­მ­ნია.
ირ­მა ხარ­ში­ლა­ძე

0
1367
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1367
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0