საზოგადოება "სულ ვფიქრობ, რატომ არ გაუწია წინააღმდეგობა შევარდნაძემ ამერიკულ დიქტატს?" - ხათუნა ხოფერია 2022, 6 ნოემბერი, 12:46
.
ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
.
„ასეთი წინაგვერდით გამოვიდა დღეს "NEW YORK POST"-ი!"ბაიდენი და კლინტონი, კლოუნები, რომელნიც "დაპანიკებულმა" დემოკრატებმა გააგზავნეს ნიუ-იორკში"დიახ, კლოუნებიო!. ალბათ, საჭირო იყო დემენციური ბაიდენისა და ნარკომან ჰანტერ ბაიდენის მოსვლა ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოს სათავეში, რომ ამერიკას გადაცლოდა თვალებზე აკრული ლიბერასტული ლიბრი!ალბათ, საჭირო იყო ევროპისა და ნატოს წევრი ქვეყნების ეკონომიკური კრახი, რომ სამყაროს გამოეღვიძა და ანტიქრისტიანული, ანტისაკაცობრიო, უბრალოდ, სატანისტურ-ლიბერალური პოლიტიკის დამანგრეველი შედეგები დაენახა!2003 წელს, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი, დიდი ჭიდაობის შემდეგ, ძლივს "ჩამოხსნეს" ტრიბუნიდან და ქმედუუნაროდ გამოაცხადეს, ალბათ, ესეც საჭირო იყო, რათა ჩვენც გადაგვცლოდა თვალიდან ლიბრი! რათა ჩვენ ტყავზე გვეგრძნო "ამერიკული დემოკრატიის" ნულოვან ტოლერანტობასა და გაუპატიურების ფორმებში გამოხატული ადამიანის "უფლებები"..სულ ვფიქრობ, რატომ არ გაუწია წინააღმდეგობა შევარდნაძემ ამერიკულ დიქტატს?... რატომ დაჰყვა ასე უბრძოლველად იმ პრესს, რომელსაც ჩვენ, 19 წლის შემდეგაც, დღესაც განვიცდით?! მას ხომ შეეძლო, უბრალოდ, ეთქვა, რომ არ გადადგებოდა... უბრალოდ, ეთქვა, რომ ამერიკულ-რუსული ლიბერალიის წნეხის ქვეშ იყო... დიახ, ამერიკულ-რუსულის, რადგან არსად ისე არ იყო ფეხმოკიდებული, გალაღებული, გაფეტიშებული ნეოლიბერალიზმი, როგორც რუსეთში..არ თქვა... დაგვსაჯა... ან ვერ თქვა და მაინც დაგსაჯა!დღევანდელი უსაქციელობა და სითავხედე, რომელიც იან კელისა და კელი დეგნანის საინფორმაციო ღრუდან ვრცელდება, გაჯერებული საქართველოსადმი მუქარისა და შანტაჟის ელემენტებით, სწორედ ამ 30 წლიანი "კრავთა დუმილის" შედეგია! "კრავთა დუმილის", რომელიც, ჰოი, საოცრებავ, უცებ დასრულდა და სამშობლოს ღირსების, თავისუფლების და მშვიდობის დაცვის პოლიტიკაში გადაიზარდა!.როგორ უკვირს, ალბათ, კელი-1-ს და კელი-2-ს მათ მიერ გატარებული რეპრესიულ- მოსყიდვითი დიპლომატიის ასეთი მარცხი?! უკვირთ და შფოთავენ! თან განიცდიან, რომ მილიარდობით თანხა, რომელიც მათი პირადი პასუხისმგებლობის ქვეშ იყო, არსაწორად, არაადეკვატურ პერსონებზე, არასანდო (ქართველი ხალხისთვის) ორგანიზაციებზე დახარჯეს! იციან, რომ პასუხს მოთხოვენ! იციან თავიანთი შეფების ანგარიშსწორების მეთოდები! ამიტომაც მიდიან "ვაბანკზე"!მაგრამ ეს უკვე ჩვენი სადარდელი არაა...მშვიდობა და მხოლოდ მშვიდობა! აი, ესაა დღეს უზენაესი!.P.S. გავუფრთხილდეთ იმას, რაც ბოლო ათწლეულების მანძილზე არ გვღირსებია! გავუფრთხილდეთ სიტყვის თქმისა და ამ სიტყვით ქვეყნის და საკუთარი ღირსების დაცვის შესაძლებლობას! ჩვენი ოჯახების, ტრადიციების, მამულის, ენის, სარწმუნოების გადარჩენისათვის ბრძოლის უშიშარ შესაძლებლობას!.იმას, რაც ხალხისა და ხელისუფლების ერთად დგომით, სიმართლისათვის ერთად ბრძოლით და მშვიდობიან ბარიკადებზე ერთად ყოფნით გახდება შესაძლებელი!გ ა ვ უ ფ რ თ ხ ი ლ დ ე თ!საქართველო უპირველეს ყოვლისა!“507 2-ს მოსწონს
|