ასტროლოგია როგორი იქნება 2023 წელი კირჩხიბი ქალბატონისათვის? 2022, 5 ნოემბერი, 19:14 რას უნდა უფრთხოდნენ კირჩხიბები 2023 წელს, რა ელით პირად ცხოვრებაში და რამდენად კარგად იქნება საქმეები სამსახურში? კირჩხიბების უმრავლესობისათვის 2023 წელი, ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით, შავი წყლის კურდღლის წელი მშვიდად, განსაკუთრებული ხმაურის გარეშე ჩაივლის. კურდღლის წელიწადში კირჩხიბებისათვის იქნება პერიოდები, როცა მათ დასჭირდებათ მაქსიმალური სიმშვიდე და კონცენტრაცია. 2023 წელს წყლის ნიშნის წარმომადგენლები შეძლებენ სხვების გაოცებას კრეატიული იდეებით. 2023 წელს ექნებათ სირთულეებიც, მაგრამ ამაზე ზედმეტად ფიქრი არ ღირს. წლის სიმბოლო - წყლის კურდღელი კირჩხიბს გაუწევს მფარველობას. 2023 წელი კირჩხიბი ქალებს საერთოდ ჩვევიათ დიდი პასუხისმგებლობის აღება, მაგრამ წელს საყვარელ ადამიანებს უფრო უნდა მიაქციონ ყურადღება, ვიდრე საქმეებს და იფიქრონ საკუთარი სურვილების დაკმაყოფილებაზეც. ღირს, ისწავლოთ პასუხისმგებლობის სხვებისათვის გადანაწილება და დატკბეთ ცხოვრებით. წყლის კურდღლის წელს კირჩხიბ ქალებს აქვთ შესაძლებლობა პიროვნული ტრანსფორმაციის. 2023 წელი კირჩხიბი ქალებისათვის იქნება წარმატებული, თუმცა მნიშვნელოვანია სამუშაოსა და დასვენებას შორის ბალანსის დაცვა, რათა თავიდან აიცილოთ ემოციური გადაწვა. 2023 წლის მარტის თვეში კირჩხიბი ქალებისათვის კარგი პერსპექტივები იქნება საკუთარი ბიზნესის წამოსაწყებად. არ გამოტოვოთ ეს შესაძლებლობა. მარტოხელა კირჩხიბ ქალბატონს გაუმართლებს: შეხვდება თავისი ოცნების პრინცს. :) ახალი ნაცნობობისათვის საუკეთესო პერიოდი თებერვლიდან აპრილამდე პერიოდი იქნება. 2023 წელს კირჩხიბი გამოვა თავისი ჭურვიდან და მოისურვებს კომუნიკაციის დამყარებას გარშემომყოფებთან. მნიშვნელოვანი ამბები მოხდება მარტში, მაისსა და დეკემბერში. კირჩხი ქალს 2023 წელს ელოდება მოთმინების და ლოდინისათვის ჯილდო: ერთგულება და სიყვარული. ამასთანავე, როგორც ასტროლოგები აფრთხილებენ კირჩხიბებს, თაფლის ნებისმიერ კასრში შეიძლება, იყოს კოვზი მწარე სითხე. ამიტომაც კირჩხიბ ქალბატონებს ურჩევენ, 2023 წელს მოერიდონ საკუთარი თავის მოტყუებას. რეალისტურად შეხედონ სიტუაციას. 229 შეფასება არ არის
|