ასტროლოგია ანტარქტიდის მიწისქვეშა ობსერვატორიამ შავი ხვრელიდან წამოსული ნეიტრინოების ნაკადი დააფიქსირა 2022, 4 ნოემბერი, 22:47 ანტარქტიდაში ობსერვატორიამ ისტორიაში მეორედ აღმოაჩინა ნეიტრინოს წყარო და ის მდებარეობს სპირალური გალაქტიკის ცენტრში 47 მილიონი სინათლის წლის მანძილზე. ნეიტრინო ობსერვატორიის IceCube-ის დეტექტორებმა, რომლებიც ანტარქტიდაში ყინულის სიღრმეში მდებარეობს, ფუნდამენტური ნაწილაკების - ნეიტრინოების ნაკადი დააფიქსირეს. ეს ნაკადი ჩვენამდე მოვიდა სუპერმასიური შავი ხვრელიდან, რომელიც მდებარეობს გალაქტიკა NGC 1068 ან M 77-ის ცენტრში. შავი ხვრელი გადაჭიმულია ვეშაპის თანავარსკვლავედში დედამიწიდან 47 მილიონი სინათლის წლის მანძილზე. ისტორიაში მეორედ, მეცნიერებმა აღმოაჩინეს ნეიტრინოების წყარო, რომელსაც ასევე, უწოდებენ მოჩვენების ნაწილაკებს. ეს აღმოჩენა შეიძლება დაგვეხმაროს იმის გაგებაში, თუ რა ხდება სუპერმასიური შავი მონსტრების შიგნით, წერს Space. ნეიტრინო ძალიან უცნაურია, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნაწილაკია სამყაროში. მათ აქვთ თითქმის ნულოვანი მასა. არ აქვთ ელექტრული მუხტი და ისინი თითქმის არ ურთიერთობენ სამყაროში არსებულ ნებისმიერ მატერიასთან. ამიტომაა, რომ მათი აღმოჩენა რთულია და ამიტომ უწოდებენ მოჩვენების ნაწილაკებს. მატერიასთან სუსტი ურთიერთქმედების გამო, ნეიტრინოებს შეუძლიათ შეუფერხებლად იმოგზაურონ უზარმაზარ დისტანციებზე მათი წყაროებიდან სწორი ხაზით. სწორედ ეს ნეიტრინო ნაკადი აღმოაჩინეს მეცნიერებმა IceCube ობსერვატორიის დახმარებით. აღმოჩნდა, რომ ეს ნაწილაკები გაფრინდნენ სპირალური გალაქტიკის ცენტრიდან, რომელიც ჰგავს ირმის ნახტომს, სახელწოდებით NGC 1068. ჩვენი გალაქტიკისგან განსხვავებით, ეს ობიექტი შეიცავს უამრავ მტვერს, ვარსკვლავები აქ უფრო ხშირად ფეთქდებიან და ასევე, არსებობს სხვა მასიური შავი ხვრელი. ეს უზარმაზარი შავი ხვრელი აქტიურად შთანთქავს მიმდებარე მატერიას და ათავისუფლებს ძლიერ რადიაციულ ნაკადებს კოსმოსში, მათ შორის ნეიტრინო ნაკადებს. გალაქტიკის ცენტრი დაფარულია მტვრის ძალიან სქელი ფენით და ეს რადიაციული ნაკადები არც ისე ნათლად ჩანს დედამიწიდან. მხოლოდ ნეიტრინოებს შეუძლიათ გაიარონ ნებისმიერი მატერია და მიაღწიონ დედამიწას თავდაპირველი სახით. "ამ ნეიტრინო ნაკადების წყალობით, ჩვენ შეგვიძლია მეტი გავიგოთ იმის შესახებ, თუ რა ხდება ამ გალაქტიკის აქტიურ ბირთვში, იმაზე, თუ რა პროცესები ჭარბობს იქ. სხვა რადიაცია არ ტოვებს ამ გალაქტიკას და, შესაბამისად, ეს ერთადერთი გზაა." - ამბობს გარი ჰილი ავსტრალიის ადელაიდის უნივერსიტეტიდან. ახალი აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია ასტროფიზიკოსებისთვის, რადგან, მათ ისტორიაში მხოლოდ მეორედ მოახერხეს კოსმოსური ნეიტრინოების წყაროს აღმოჩენა. IceCube ობსერვატორიამ პირველად აღმოაჩინა ასეთი წყარო გალაქტიკა TXS 0506+056 აქტიურ ბირთვში ოთხი წლის წინ. ეს გალაქტიკა, ორიონის თანავარსკვლავედში, NGC 1068-ზე 100-ჯერ უფრო შორს არის, მაგრამ ის ასევე გამოყოფს ნეიტრინოების ნაკადს თავისი ცენტრიდან, რომელიც კოსმოსში თითქმის სინათლის სიჩქარით მოძრაობს. რაც შეეხება IceCube ნეიტრინო ობსერვატორიას, მან მუშაობა 2010 წელს დაიწყო ანტარქტიდაში. მას არსენალში 5000-ზე მეტი დეტექტორი აქვს, რომლებიც ყინულშია ჩაძირული 1, 5-დან 2, 5 კმ-მდე სიღრმეზე. მეცნიერები ადრე ვარაუდობდნენ, რომ ისეთ აქტიურ შავ ხვრელებს, როგორიც მდებარეობს გალაქტიკა NGC 1068-ის ცენტრში, შეუძლიათ ნაწილაკების დაჩქარება და გამოსხივების ნაკადებთან ერთად კოსმოსში გაგზავნა. ახლა მეცნიერები მუშაობენ ნეიტრინო ობსერვატორიის განახლებაზე, რომელიც გახსნის სამყაროში მოჩვენების ნაწილაკების კიდევ ბევრ წყაროს. 126 შეფასება არ არის
|