x
image
თეონა გორდეზიანი
"არ არის აუცილებელი, ყველამ ყოველთვის ყველაფერზე საკუთარი აზრი გამოხატოს"...
"არ არის აუცილებელი, ყველამ ყოველთვის ყველაფერზე საკუთარი აზრი გამოხატოს - ამის გამო, ხანდახან, მარტო ადამიანი კი არა, სამყაროც უკიდურესად იღლება და თავბედს იწყევლის, რომ გაჩნდა...
თუ არ იცი, რაზე ლაპარაკობ, როგორ ლაპარაკობ, რისთვის ლაპარაკობ და მაინც ლაპარაკობ, იმ სკამსაც უკვირს, რომელზეც ზიხარ.
დაფიქრდი იმაზე, რომ ხანდახან მაინც უხერხულია, საკუთარი ინტერესები ისე გამოხატო, ყველა შეაწუხო, ვინც გიცნობს ან არ გიცნობს...
დააცადე სამყაროს, შენი მუდმივი "დახმარების" გარეშე იცხოვროს და მოკვდეს.
ღმერთს ის მხოლოდ შენთვის არ შეუქმნია!...''
// გია მურღულია //
image

გია მურღულია


დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.


დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1976 წელს.


1976-1982წწ. იყო "მეტეხის თეატრის" სალიტერატურო ნაწილის გამგე; 1982-1990წწ. თბილისის 23-ე, მე-18 და მე-6 საშუალო სკოლების ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი; 1990-2000წწ. პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ცენტრალური ინსტიტუტის რექტორი; 2005 წლიდან დღემდე თბილისის 24-ე საჯარო სკოლის დირექტორი; 2007 წლიდან საგანმანათლებლო ჟურნალების "ქართული სიტყვა" და "სკოლის მართვა" დამფუძნებელი და მთავარი დირექტორი. პედაგოგიური მოღვაწეობის პარალელურად, სამეცნიერო და ლიტერატურულ საქმიანობას ეწევა. რადიო "პალიტრის" ეთერში მიჰყავს საავტორო გადაცემა "მშობელთა კრება". იგი არის "განათლების ლიდერთა ლიგის" და "პარტნიორი სკოლების კავშირის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. მისი თაოსნობით დაარსდა დავით გურამიშვილის ფონდი. არის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პედაგოგი "ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის", ასევე სკოლა "ლოგოსის" დამფუძნებელი და სამეცნიერო ხელმძღვანელი.


საკანდიდატო დისერტაციის თემა - "დავითიანის" მხატვრულ სახეთა სისტემა", დაიცვა 1989 წელს.

0
136
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
136
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0