შოუბიზნესი მონროს საიდუმლო: მერლინი მრავალი წლის განმავლობაში ამ დაავადებით იტანჯებოდა - იცით, რაზეა საუბარი? 2022, 2 ნოემბერი, 13:38 მერლინ მონროს ბევრი საიდუმლო ჰქონდა, მათ შორის რეპროდუქციული ჯანმრთელობის კუთხითაც. ნორმა ჯინ მორტენსონი, რომელიც ჰოლივუდის ერთგვარ "ხატადაც" კი ითვლებოდა იდუმალებით მოცული პიროვნება გახლდათ, და სწორედ ეს იდუმალება იყო, რის გამოც მან მთელს მსოფლიოში მილიონობით მამაკაცის გული დაიპყრო.მაგრამ თუ მისი ზოგიერთი საიდუმლო საზოგადოებას აღაფრთოვანებდა და მისი პერსონის მიმართ გაცხოველებულ ინტერესს იწვევდა, ზოგი მათგანი მართლაც რომ ამქვეყნიური იყო. დიახ, დიახ, მერლინი არა მხოლოდ ლეგენდარული მსახიობი და მომღერალი გახლდათ, არამედ ის ამავე დროს ჩვეულებრივი გოგონა იყო თავისი ყოფითი და მიწიერი პრობლემებით, და უნდა ითქვას რომ მისთვის არც ქალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები ყოფილა უცხო.ასე მაგალითად, მონრო ბევრისგან მალავდა რომ ის წლების განმავლობაში ენდომეტრიოზით იტანჯებოდა - ეს გახლავთ ქრონიკული, ანთებითი დაავადება, რომელსაც ახასიათებს ენდომეტრიუმის ან მისი მსგავსი ქსოვილის გაზრდა საშვილოსნოს ღრუს გარეთ სხვადასხვა ორგანოში, სხეულის სხვადასხვა ნაწილში, როგორებიცაა საკვერცხეები, საშვილოსნოს მილები ან კედლები, შარდის ბუშტი და სხვა, რასაც თან ახლავს ტკივილი და უშვილობა.მერლინისთვის ამ დაავადებასთან შეგუება მარტივი არ ყოფილა, თან მდგომარეობას ისიც ართულებდა რომ მსახიობს ვერც მკურნალობა შველოდა. სექს-სიმბოლოდ აღიარებულმა ლამაზმანმა რამდენიმე ოპერაციაც კი გადაიტანა, თუმცა უშედეგოდ. მონრო საშინელი ტკივილის ჩახშობას ყველა შესაძლო, მათ შორის საეჭვო წარმომავლობის ტკივილგამაყუჩებლის საშუალებით ცდილობდა, გარდა ამისა, სწორედ ენდომეტრიოზის გამო ვერ შეძლო მსახიობმა და ამერიკის სექს-სიმბოლომ დედად გახდომა.მიუხედავად ამისა, ერთხელ მან ასეთი რამ თქვა - "ყველაზე კარგი რამ, რაც ცხოვრებაში შემემთხვა ისაა, რომ ქალი ვარ. სწორედ ასე უნდა ფიქრობდეს ყველა ქალი დედამიწაზე".მერლინ მონრო - ქერათმიანი ლამაზმანი, სავიზიტო წითელი ტუჩსაცხით, გასული საუკუნის ყველაზე გავლელიანი მსახიობი და მომღერალი გახლდათ. მან შეძლო ათწლეულების განმავლობაში ქცეულიყო იმ საკულტო ფიგურად, რომელსაც დღემდე ეთაყვანებიან და რომლისაც დღემდე სწამთ.696 შეფასება არ არის |