x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"იმიტომ დაესხა თავს დედის გინებით... მოკლედ, გამორჩეულად ბანძი როჟაა"- ჩერგოლეიშვილი ელისაშვილზე

image


"ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების" (VES) დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი დეპუტატ ალეკო ელისაშვილის მიერ მოქალაქის გინების ფაქტს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და პარტია "მოქალაქეების" ლიდერს "გამორჩეულად ბანძ როჟას" უწოდებს, რომელიც მისი თქმით მოქალაქეს თავს არა ცოლ - შვილის დაცვის მიზნით, არამედ საკუთარი ეგოს მოსაფხანად დაესხა:


"ძალიან საძაგელი და მყრალი ელისაშვილის შარაგზის დრამაში იცით რა არის? ცოლშვილს რომ “იცავს”.


სინამდილეში საკუთარ ეგოს იფხანს – “ფეისბუქი გამოვურთეც” საკუთარი ეგოს ფხანაა.


ისიც მისი ეგოს შესახებაა, რომ არ უნდოდა ოჯახს ენახა როგორ ათრევენ.


და “ობობებსაც” იმიტომ დაესხა თავს ინბოქსში დედის გინებით, რომ ზუსტად იცის პირადად მას დასცინა, და საკუთარი შელახული ეგოს გამო აგინა ოჯახის სიწმინდის სახელით დედა.


არაფერ შუაშია ოჯახი და ცოლშვილი.


ცოლს ვინც პატივს სცემს, შინაური ცხოველივით არ მოიხსენიებს.


მოკლედ, გამორჩეულად ბანძი როჟაა."- წერს "ტაბულას" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ დეპუტატ, ალეკო ელისაშვილის მიერ სოციალური ქსელის ერთ - ერთი მომხმარებლის მისამართით მიწერილი შეურაცხმყოფელი სიტყვები და გინება gaius marius oboba-ას ნიკის ქვეშ მყოფი პიროვნების კითხვას - "ჩაურთე"? მოჰყვა. აღნიშნული პიროვნება საკუთარ კითხვაში "ფეისბუქის" ჩართვას გულისხმობდა, რომელიც ელისაშვილის თქმით, მან ცოლ- შვილს "გაუთიშა" რადგან საკუთარი ოჯახის წევრები მისი მისამართით გამოთქმული ნეგატიური კომენტარებისგან დაეცვა.


image


მოქმედი დეპუტატის მუქარას gaius marius oboba შემდეგი შინაარსის პოსტით გამოეხმაურა და მისთვის ინბოქსში მიწერილი გინების კორიანტელის სქრინიც გაასაჯაროვა:


"ამ პოსტის გამო, სადაც ყველა, ოდნავ მაინც მუშა მდგომარეობაში აქვს ტვინი, მიხვდებოდა, რომ თავად ელისაშვილს ვეკაიფები, ხოლო თავად ალექსანდრემ მოიმიზეზა რომ ცოლშვილს შეეხეო და ჩატში შემომივარდა გინებით.
შეგახსენებთ, ზემოთხსენებული საცოდაობა მოქმედი პარლამენტის წევრია.
Alexandre Elisashvili ისე, შენ, იმედის პროპაგანდის მსხვერპლი ხარ და მე დამალული ტროლი გგონივარ, თუ ის ტრაქტორისტი, მშენებლობაზე რომ შეუხტი კაბინაში კამერების წინ და გადმოთრევას ცდილობდი?
არ ასრიალდე, ფრთხილად."


image


რაც შეეხება თავად დეპუტატსა და თბილისზე მზრუნველთა გაერთიანება "ტფილისის ჰამქარის" დამფუძნებელს, მას შემდეგ რაც მისი მოქალაქისადმი მიწერილი კომენტარის სქრინი მედიაში გასაჯაროვდა ასეთი შეფასება გააკეთა:


"ტაბულამ დადო ჩემი პირადი მიმოწერა ვიღაც გარეწართან – gaius marius oboba-სთან, რომელიც აგდებით მოიხსენიებდა ჩემს ოჯახს – ჩემს ცოლს და ჩემს შვილებს! კი, პირადად მას ამ ვიღაც ობობას ფსევდონიმს ამოფარებულ ნაძირალას მივწერე რომ თუ ჩემ ოჯახს აწი რაიმე კონტექტსში კიდევ მოიხსენიებდა … და ნუ მერე შევაგინე! კი, მე მივწერე ზუსტად და ყველამ იცოდეს რომ ჩემი ოჯახის შეურაცხყოფის უფლებას არ მივცემ არავის!


ძალიან კარგად ვიცი რაცაა თმენის ვალდებულება. ძალიანაც ბევრს ვითმენ და ბევრისგან მომითმენია, იმიტომ რომ პოლიტიკაში ვარ და პოლიტიკოსი ვარ. მაგრამ არის წითელი ხაზები და უპირველესი წითელი ხაზი არის ოჯახი! მე რამდენიც გინდა მაკრიტიკეთ, მლანძღეთ, შეურაცხყოფაც მომაყენეთ ჯანდაბას, მაგრამ ოჯახი არის ხელშეუხებელი და წმინდა და ჩემი ოჯახის შეურაცხყოფის უფლებას არ მივცემ არავის! ეს იცოდეს ყველამ ობობებმაც, მისმა პოლიტიკურმა მფარველებმაც და ყველამ."- განაცხადა საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრმა და თმენის ვალდებულების არმოქნე ალექსანდრე ელისაშვილმა.



0
1207
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1207