საზოგადოება „დედაჩემის დაკრძალვასაც ვერ დავესწერი... სახლი არ მაქვს, ხან ერთ მეგობართან ვრჩები, ხან მეორესთან“ - ეკა კვალიაშვილი 2022, 31 ოქტომბერი, 17:51 მომღერალმა ეკა კალიაშვილმა გადაცემაში “სხვა კითხვები ნიკოლოზთან” თავის მძიმე ყოფაზე ისაუბრა, როგორც გადაცემის ანონსიდან ირკვევა ის ახლა სრულიად უბინაოდაა, პიანინოც კი გაყიდა. ამის შესახებ ის ბოლო დროს საკუტარ ფეისბუქ ლაივებშიც ხშირად საუბრობს. გასულ კვირას კი ისიც თქვა, რომ ქვეყნის დატოვებასაც გეგმავს. . მისი თქმით ფულის უქონლობის გამო დედის დაკრძალვასაც კი ვერ დაესწრო და დედას ტელეფონით დაემშვიდობა. გადაცემა ეთერში კვირას, 6 ნოემბერს ღამის 23 საათზე გავა, მანამდე კი რუსთავი 2 მხოლოდ გადაცემის მცირე ფრაგმენტს, ანონსის სახით ავრცელებს. . . „დიდი მადლობა ბიძინა ივანიშვილს, მე რომ ბიძინამ თავისი ფონდიდან ყოველთვიური საარსებო საშუალება არ გადმომირიცხოს, დღეს ალბათ შიმშილით მოვკვდებოდი“ - თქვა მომღერალმა ეკა კვალიაშვილმა „ჯორჯიან თაიმსის“ ეთერში . . ქვეყანაში ის ვერ დარეგულირდა მრავალი წლების განმავლობაში, რომ როცა ადამიანმა მთელი ცხოვრება იშრომა-იმუშავა და დაგროვებითი პენსია ჰქონდეს, რომ ბედნიერი სიბერე გაატაროს. ახლას ასაცილო შეურაცხმყოფელი პენსიებია დანიშნული, როცა უცხოეთში საპენსიო დანაზოგს იმდენს იღებენ, რომ ცხოვრება მოგზაურობა და ყველაფერი უზრუნველყოფილი აქვთ. მაინცდამაინც ამ განვიტარებული ქვეყნებიდან პრაიდს რომ გადმოვირებთ და ათას საზიზღრობას, არ ჯობია ასეთი რამ გადმოვიღოთ? . ჩემი ტემა როგორ გავზარდო ძალიან კარგად ვიცი და ამიტომაც მივდივარ აქედან. დიახ, სწორედაც რომ მივდივარ აქედან. მაგრამ ეს იმას არ უშველის, რომ ქვეყანაში არის საშინელი მდგომარეობა. კოშმარული სიტუაციაა და მე აი ამას გეტყოდით. პირადად მე როგორც პიროვნება, როგორც დამსახურებული ხელოვანი, არ ვარ დაფასებული. იცით რა არის, სათანადოდ დაფასებული არ ვარ. . რა თქმა უნდა ბიძინა ივანიშვილს დიდი მადლობა, იმიტომ რომ ივანიშვილმა მე თავისი ფონდიდან ყოველთვიური საარსებო საშუალება არ გადმომირიცხოს მე დღეს ალბათ შიმშილით მოვკვდებოდი. როგორც ვკვდებოდი მიშას პერიოდში. იმ დროს დაბლოკილი და კონცერტებიდან მოხსნილი რომ ვიყავი. არ მინდა რომ ყველაფერზე პირი გავაღო და ვილაპარაკო, ამიტომ დაგემშვიდობებით, ~ - აღნიშნა ეკა კვალიაშვილმა. 956 1-ს მოსწონს
|