x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
იგავ-არაკი: არწივი და მელა

ერთხელ არწივი და მელა დაძმობილდნენ; გადაწყვიტეს, მეზობლურად და მეგობრულად ვიცხოვროთო.

არწივმა ერთ მაღალ ხეზე აიშენა ბუდე, მელამ კი იქვე ბუჩქნარში დაყარა ლეკვები. ერთხელ, როცა მელა სარჩოს საბადებლად წავიდა, მშიერი არწივი ბუჩქებს დააცხრა, ლეკვები მოიტაცა და თავის მართვეებს მიჰგვარა შესაჭმელად. შინ დაბრუნებულმა მელამ ეს ამბავი რომ შეიტყო, შვილების დაკარგვაზე მეტად იმან დააღონა, არწივს სამაგიეროს ვერ გადავუხდიო. აბა, როგორ შესწვდებოდა ფრინველს! ჰოდა, გადგა განზე და ისა ჰქნა, რითაც ქვეყანაზე ძაბუნი იოლას გადისხოლმე: ღვარძლით სავსე წყევლა-კრულვა დაუწყო არწივს. გამოხდა ხანი. არწივმა ზვარაკად შეწირული თხის ხორცი მოიტანა. ხორცს ნაკვერცხალი აჰკვროდა. ქარმა დაუბერა, ნაკვერცხლიდან ალი ავარდა, ბუდეს ცეცხლი წაეკიდა და ალ მოდებული მართვეები ძირს გადმოცვივდნენ.

მელამ დრო იხელთა, ეცა და არწივის თვალწინ შესანსლა უსუსური მართვეები.


არაკი გვასწავლის: ფიცის გამტეხი მოძმის განაჩენს რომ გაექცეს, ღვთის განაჩენს ვერსად დაემალებაო.

27
5914
31-ს მოსწონს
ავტორი:თეიმურაზ მელიქიშვილი
თეიმურაზ მელიქიშვილი
5914
  
2018, 22 ოქტომბერი, 23:21
ძალიან კარგია თხზულების დაწერა თუ გსურთ კარგი ციტატაა
ეზოპეს იგავია. უბრალოდ ავტორის სახელი გამომრჩა. თუ გჭირდება შეგიდზლია გამოიყენო.
2013, 26 მარტი, 22:08
აუ ცნობილი ტუ არაა დავალებად დავწერ თუუ არი?
2012, 19 დეკემბერი, 19:31
მადლობა გაიხარე.
2012, 19 დეკემბერი, 2:05
კაია 100%იანია
2012, 12 ნოემბერი, 16:15
კარგია
2012, 8 ნოემბერი, 16:31
:)))))))))))))))))))))))))))
2012, 5 ნოემბერი, 18:49
მადლობა. ეზოპეს იგავია.
2012, 3 ნოემბერი, 10:33
ძალინ მომეწონა
2012, 1 ნოემბერი, 23:45
+++++++
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10