x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
გამოქვეყნდა 12 წლის გოგონას სიცოცხლის უკანასკნელი წუთების ვიდეოკადრები(ვიდეო)
image

რუსული გამოცემა Life-ი აქვეყნებს სათვალთვალო კამერის ვიდეოკადრებს, სადაც 12 წლის გოგონას სიცოცხლის უკანასკნელი წამებია აღბეჭდილი.


ტრაგედია დატრიალდა ხუტორ ტერეხოვსკიში, როსტოვის ოლქი, უსტ-დონეცკის რაიონი, მოგვიანებით მოკლული 12 წლის გოგონა იპოვეს შენობიდან რამდენიმე მეტრში.


სკოლის მოსწავლე გამოდის სასურსათო მაღაზიიდან, ხელში უჭირავს ორი პური, გოგონა ირგვლივ იყურება და მშვიდად გადადის გზაზე. კადრებში ბავშვის გარდა არავინ ჩანს, ერთი მანქანა მაღაზიის წინ დგას, თუმცა, როგორც ჩანს, მძღოლი მანქანაში არ იჯდა.


ტრაგედია 24 ოქტომებრს დატრიალდა, გოგონა მშობლების თხოვნით მეზობელ სოფელში მდებარე მაღაზიაში პურის საყიდლად წავიდა. თუმცა, ის დიდი ხნის განმავლობაში აღარ დაბრუნდა, რის გამოც დედამისი შეშფოთდა.

მშობლები ტყუილად არ ნერვიულობდნენ - მოზარდი მეორე დღეს იქვე გზის გადაღმა სასურსათო მაღაზიასთან იპოვეს, უსიცოცხლო ცხედრის გვერდით კი ორი პური ეგდო.


- დაახლოებით შუადღის სამი საათი იყო, როცა გოგონა სახლიდან გავიდა, 16:20 საათზე დედამ ტელეფონზე მიიღო შეტყობინება, რომ თანხა ჩამოეჭრა.

"ჩემმა ქალიშვილმა ორი პური იყიდა, - ამბობს დედამისი.


მიუხედავად იმისა, რომ მაღაზია, სადაც გოგონა წავიდა, მეზობელ სოფელში მდებარეობდა, სახლიდან მაღაზიამდე არ იყო შორი მანძილი.

- სასიარულო ბევრი არაფერია - მხოლოდ მდინარეზე ხიდი უნდა გადაკვეთო - ამბობენ ადგილობრივები.


გამომძიებლებმა კრიმინალისტებთან ერთად შემთხვევის ადგილი დაათვალიერეს და უკვე ჩაატარეს ყველა საჭირო ექსპერტიზა.


სისხლის სამართლის საქმე ასევე აღიძრა მე-2 ნაწილის „გ“ პუნქტით. რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 105 მუხლი-"მკვლელობა". ახლა სამართალდამცავები დანაშაულის ჩამდენ პირს ან პირებს ეძებენ.


P.S ბოლო ინფორმაცია, რომელიც სულ ახლახან გახდა ცნობილი.12 წლის სკოლის მოსწავლის მკვლელობაში ეჭვმიტანილია არასრულწლოვანი ძმები -12 და 17 წლის, რომლებიც გოგონას მეზობლად ცხოვრობდნენ.


-გარდაცვლილის სხეულზე ნერწყვი აღმოჩნდა. დნმ-ის სერიის ტესტების შემდეგ, მკვლელობაში ეჭვმიტანილების ვინაობა გამოვლინდა. ძმების სახლში ჩხრეკის შემდეგ მტკიცებულებები იქნა ნაპოვნი. უფროსმა ძმამ უკვე აღიარა დანაშაული-ციტირებს გამოცემა Панорама ოპერატიული თანამშრომლების ნათქვამს.



1
525
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
525
  
2022, 28 ოქტომბერი, 16:45
:-(
0 1 1