x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
მერე რა რომ მის გამო დაიღუპა ქმარი, მთავარია ახალ "ლადას" და ფულად ანაზღაურებას მიიღებს ეს ქალი და თუ მოუნდა მეორედ გათხოვდება
image
სვერდლოვსკელმა ქალმა პრაქტიკულად თავად უბიძგა ქმარს უკრაინაში რუსეთის შეჭრის და კრახის მერე რუსეთის დიქტატორის მიერ გამოცხადებული "ნაწილობრივი მობილიზაციის" ფარგლებში წასულიყო ჯარში.


წყვილი ომის დაწყების პერიოდში დაქორწინდა, ქმარი დიდად არ იყო პოლიტიკით დაინტერესებული, აი მისი ცოლიკი პუტინის გულმხურვალე მხარდამჭრი გახლდათ და ქმარს ყურებს "უჭედავდა" უკრაინელი "ნაცისტების" განადგურების აუცილებლობაზე.


როცა რუსულმა არმიამ საკაოდ დიდი დანაკლისები განიცადა უკრაინაში რუსეთის პრეზიდენტმა "ნაწილობრივი მობილიზაცია" გამოაცხადა, სწორედ აქ გამოჩნდა ჩვენი "გმირის" პატრიოტიზმი, მან ომში წასვლის მოწინააღმდეგე ქმარს სახალხოდ მშიშარა უწოდა და უთხრა, რომ აუცილებლად დაშორდებოდა მას, რადგან არ სურდა ეცხოვრა მშიშარა და ლაჩარი კაცის გვერდით, რომელიც "სამშობლოს დასაცავად" წასვლას არიდებდა თავს.


შერცხვენილი ქმარიც იძულებული გახდა ცოლის მოთხოვნას დამორჩილებოდა და კომისარიატში მისულიყო, საბრალო მამაკაცი ყოველგვარი მომზადების გარეშე გააგზავნეს ბრძოლის ველზე, სადაც ერთ კვირაში დაიღუპა და მისმა "პატრიოტმა" ცოლმა მიიღო შეტყობინება მისი ქმრის დაღუპვაზე.



მას შემდეგ რაც ქმარს ჩამოასვენებენ, ქალი სახელმწიფოსგან საკომპანსაციოდ ახალ "ლადას" და ფულად კომპენსაციას მიიღბს, მერე დიდი ალბათობით მისი მიზეზით დაღუპული ქმრის საკომპენსაციოდ მიღებული თანხით ცხოვრებას მოიწყობს და ხელმეორედ გათხოვდება.


image

0
216
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
216