x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
ზესახალისო ისტორია რომელიც ძმადნაფიცმა სვანმა მიამბო სტუმრობისას
image
სამად სამი ძმადნაფიცი მყავს, სვანი გელოვანი, ხევსური ზვიადაური და ჩემივე კუთხის შვილი ჩიქოვანი.


იმედია აქ იმის მტკიცება არ დამჭირდება სვანი, ხევსური და მეგრელი ქართველები რომ არიან.


სვანებთან ჩემი დამოკიდებულება მათმა უღალატო ხასიათმა, ვაჟკაცობამ და სიტყვის კაცობამ განსაზღვრა დიდი ხანია, ამიტომ მყავს ნათლულებიდან სამი სვანი.


ეს ისე შესავლის სახით ვინმე "მოწადინებულმა" სვანებზე "ღლიცინში" რომ არ დამდოს ბრალი.



უკრაინიდან დროებით დაბრუნების მერე საკმაოდ დიდ ხიფათს ლავიწის მოტეხილობით გადავურჩი და ხშირად გვყავს მნახველები, ერთერთი ჩემი "მუხბე" გელოვანი გახლდათ წუხელ. გაგვართო და გაერთო, საოცრად ენამახვილი და "ბასრი ენის" პატრონია, არც მეგრელები "დაინდო" და არც "სვანები" ისეთი ამბები მოჰყვა.


მანქანების ბიზნესშია და მოჰყვა ის ისტორია რომელსაც თავად შეესწრო და ნახა.
მოკლედ ფოთში დატვირთა მისი კუთვნილი ორი ავტომზიდი ამერიკიდან ჩამოსული მანქანებით და თბილისში გააგზავნა, თვითონ კი საბაჟოზე მოუწია დარჩენამ და მოგვიანებით გაჰყა ავრომზიდავებს და სენაკთან არ მისულ გაჩერებულ ავტომზიდებს დაეწია.


გადავიდა და თავსხმა წვიმაში ერთერთი ავტომზიდის წინ მოფუსფუსე მძღოლებთან მივიდა, თურმე ავტომზიდის ფარს ნათურა გადაეწვა და მას ცვლიდნენ.


ის იყო შემობრუნება დავაპირე და რას ვხედავ-ჰყვება ჩემი "მუხბე", წინ მდგარი ავტომზიდის მეორე იარუსზე მდგარი მანქანიდან გადმოვიდა ორი ბრგე ახალგაზრდა და სვანური კილოთი იკითხა: ბიჭებო დახმარება ხომ არ გჭირდებათო?


ბიჭო ვერაფრით ვერ მივხვდი იმ მანქანაში როგორ მოხვდა იმ საშინელ წვიმაში ის ორი ბიჭი და მძღოლს ვკითხე მანდ რა უნდათ მეთქი?


მძღოლმა მიპასუხა: გზაზე იდგნენ და მანქანა გავუჩერე, მეგონა თბილ კაბინაში ამოვიდოდნენ, ესენი კი ეცნენ ტრაპის კიბეს და მეორე იარუსზე მდგარ მანქანაში ჩასხდნენ, მას მერე მოვდივარ და ჩემთვის ვიცინოდიო-ასე დამთავრა "მუხბემ" მოყოლა და დაატანა: აი ამიტომ არ მიკვირს სვანებს მოსიარულე ანეგდოტებს რატომ ეძახიანო.


შენ რომ სვანი იყავი არ გითქვამს მეთქი?-გადმოვიყვანე იმ მანქანიდან და მე ჩავისვი, მაგრამ სანამ თბილისამდე არ ჩავედით და სჯა-ბაასი არ დაიწყეს სვანურად გზის ფული რამდენი მოეცათ მანამდე მხოლოდ ქართულად ვესაუბრებოდიო.


ერთი სიტყვით ჯერ ჩამოსვლით გამახარა "მუხბემ" და მერე ანეგდოტების მოყოლით.



0
356
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
356