x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
ქალი საჭესთან ხშირ შემთხვევაში კურიოზით მთავრდება, ავარიებზე არ მინდა ყურადღების გამახვილება
image ქალი საჭესთან ხშირ შემთხვევაში სამწუხაროდ საფრთხის შემცველია, ბუნებრივია ეს ყველა ქალს არ ეხება, მაგრამ ფულიანი "მამიკოების" შვილები თავის დროზე ისე იღებდნენ მართვის მოწმობას, რომ საგზაო ნიშნების ცნობაც კი არ იცოდნენ.


არ ვიქნები მართალი "ჯოხი ქალებზე გადავტეხო", მამაკაცებიც სცოდავენ, მაგრამ პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე ვწერ: ქალი საჭესთან ხშირ შემთხვევაში საფრთხის შემცველია.


ამ საკითხთან დაკავშირებით ბიძაშვილმა გოგომ დავა დამიწყო არაა ასეო, თავად კარგად მართავს მანქანა წლებია და სხვაც მისნაირი ჰგონია, ჩემი მანქანის ვიდეორეგისტრატორიდან ამოღბული მახსოვრობის ბარათზე არსებული ჩანაწერებით დავარწმუნე ჩემს სიმართლეში.


საავარიო სიტუაციებს თავი რომ დავანებოთ, დააკვირდით ავტოგასამართ სადგურებზე ქალების მოქმედებას, არასწორად დაყენებული მანქანები, რიგის გვერდის ავლა, "იცით მე ვინ ვარ"?-ასეთ რამეს ხშირად შეხვდებით ბრენდულ ავტოგასამართ სადგურებზე.



"ქალთმოძულეობას" ნუ დამაბრალებთ, ფაქტებით დადასტურებულს ვწერ. წარმატებული ქალების დეფიციტი ნამდვილად არაა საქართველოში ისევე, როგორც სხვაგან, მაგრამ მძღოლის აყვანას არჩევენ თავად ატარონ მანქანა და ხშირადაცსცოდავენ, როგორც გზებზე ასევე პარკირებისას და ავტოგასამართ სადგურებზე.


ჩემი ნება რომ იყოს ნებისმიერ მძღოლს, ვინც 10 წლის წინ აიღო მართვის მოწმობა ხელახლა ჩავაბარებინებდი მართვის მოწმობის ასაღბად თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებს, ქუჩებში მანქანების რიცხვი მკვეთრად შემცირდებოდა და საცობების პრობლემაც ნაწილობრივ მოიხსნებოდა.



+14

0
316
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
316