x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
"ჟანდარმი სენ-ტროპედან" – ფილმის გადაღების ისტორია და ლუი დე ფიუნესის შეწყვეტილი კარიერა
image


ერთხელ, რეჟისორი ჟან ჟირო საფრანგეთის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მოგზაურობდა და პრესტიჟულ საკურორტო ქალაქს, სენ-ტროპეს ეწვია... და იქ არასასიამოვნო ინციდენტი შეემთხვა – მას საბეჭდი მანქანა მოჰპარეს, რომელიც პორტატიული იყო და რეჟისორს მოგზაურობისას სულ თან დაჰქონდა. მანქანას ამოსაცნობი ნიშნებიც ჰქონდა, ნაკაწრებისა და გადაცილებული საღებავის სახით და რადგან მანქანა ძალიან უყვარდა, ადგილობრივ ჟანდარმერიაში გაემართა, რომ ქურდობის შესახებ ეცნობებინა.


image


საკუთარი მანქანა, განყოფილებაში მისულმა ჟირომ, მაშინვე იცნო – მასზე მორიგე ჟანდარმი ბეჭდავდა. მაგრამ მან უამრავი, წარმოუდგენელი წინაპირობა წაუყენა რეჟისორს და მისი განცხადება არ მიიღო... და გაბრაზებულმა რეჟისორმა გადაწყვიტა, ქალაქის ჟანდარმერიისთვის თავისებურად ესწავლებინა ჭკუა. მან სცენარი დაწერა კომედიისთვის, რომლის მთავარი გმირები, სწორედ ადგილობრივი ჟანდარმები იყვნენ.

როდესაც ლუი დე ფიუნესმა სცენარი წააკითხა, ისე მოეწონა, რომ აღფრთოვანება ვერ დამალა. თუმცა, პროდიუსერებმა რეჟისორს არჩევანი დაუწუნეს. ისინი კრუშოს როლზე დარი კოულის, ან ფრანსის ბლანშის დამტკიცებას მოითხოვდნენ. მაგრამ რეჟისორმა თავისი გაიტანა და როლი დე ფიუნესმა მიიღო. ის კი, წამითაც არ დაფიქრებულა, ისე დათანხმდა.


image

სენ-ტროპეში ჩასული მსახიობები, რეალური პოლიციის შენობის წინ


სერიალის პირველი ფილმი, – «ჟანდარმი სენ-ტროპედან», 1964 წელს გადაიღეს, თან ფერად ფირზე, რაც იმ დროს, ძალიან იშვიათი იყო და დიდ ფუფუნებას წარმოადგენდა. მცირე ბიუჯეტის მიუხედავად (გადაღებაზე, სულ რაღაც, 1, 3 მლნ. ფრანკი დაიხარჯა), რეჟისორმა შეძლო ისეთი კომედიის გადაღება, რომელიც ყველამ მაშინვე მიიღო. კინოთეატრებში მისული მაყურებელი სიცილისგან ტიროდა. ხოლო, სენ-ტროპეს ჟანდარმებმა, გაბრაზების ნაცვლად, ჟან ჟიროს წერილი გაუგზავნეს, რომელშიც თავიანთ მადლიერებას და აღფრთოვანებას გამოხატავდნენ.
გარდა ამისა, ჟანდარმებზე გადაღებული ყველა მომდევნო ფილმი (ერთის გარდა), რომელიც სწორედ სენ-ტროპეშია გადაღებული, პოლიციის განყოფილება ბუნებრივი დეკორაცია იყო. ხოლო, თავად ჟანდარმები, მასობრივ სცენებში, საკუთარ როლებს თამაშობდნენ.

ფილმის შემქმნელების წყალობით, მისი ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, სენ-ტროპე წარმოუდგენლად პოპულარულ ქალაქად იქცა. ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან საფრანგეთის ლაჟვარდოვან სანაპიროზე ტურისტები ჩადიოდნენ, რომ ფილმის გადაღების ადგილი ენახათ. ხოლო, პოლიციის განყოფილება საკულტო ღირსშესანიშნაობად იქცა.



image


პირველი ფილმის დიდმა წარმატებამ, ჟან ჟიროს სტიმული მისცა და მან მეორე ფილმის სცენარი დაწერა. მომდევნო სერიაში მოქმედებამ ამერიკაში გადაინაცვლა და 1965 წ. ფილმი – «ჟანდარმი ნიუ-იორკში» ამერიკაში გადაიღეს. ლუი დე ფიუნესი ისე კარგად ჰბაძავდა ამერიკელ პოლიციელებს, რომ მათ, კომპლიმენტის ნიშნად, მსახიობს პოლიციელის სააღლუმო ფორმა აჩუქეს.

1968 წელს III ფილმი – «ჟანდარმი ქორწინდება», გამოვიდა ეკრანებზე. თავიდან დაგეგმილი იყო, რომ კრუშო მარტოხელა იქნებოდა, მაგრამ რეჟისორმა სცენარი შეცვალა და ახალი სერიაც «გამოაცხო». უნდა ითქვას, რომ ლუი დე ფიუნესმა ახალი სცენარის წაკითხვის შემდეგ, «ცოლის მოყვანაზე» მტკიცე უარი განაცხადა. მაგრამ, რეჟისორმა მისი დაყოლიება მოახერხა, მსახიობი დათანხმდა, მაგრამ ერთი პირობით — იმ შემთხვევაში «დაქორწინდებოდა», თუ «საცოლეს» თვითონ აირჩევდა. ასე გამოჩნდა გადასაღებ მოედანზე კლოდ ჟანსაკი (ჟოზეფინა).


image


ლუი დე ფიუნესი ძალიან მზრუნველი და მოსიყვარულე შეყვარებული აღმოჩნდა და «საცოლეს» მხოლოდ «ჩემო მშვენიეროთი» მიმართავდა. ის შეყვარებულის როლს ისე ბუნებრივად ასრულებდა, რომ მსახიობების სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ ხმები გავრცელდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

კიდევ 2 წლის შემდეგ, 1970 წელს, სერიალის IV ფილმი – «ჟანდარმი დასასვენებლად», ხოლო 9 წლიანი ინტერვალის შემდეგ, 1979 წელს, ეკრანებზე V ფილმი – «ჟანდარმი და უცხოპლანეტელები» გამოვიდა.

ბოლო ფილმი – «ჟანდარმი და ჟანდარმი ქალები», მაყურებელმა 1982 წელს იხილა. ეს ბოლო ფილმი იყო ლუი დე ფიუნესის კარიერაში. ის ამ ფილმით დაემშვიდობა თავის ერთგულ მაყურებელს... და ამას თავისი მიზეზი ჰქონდა.


image


გადაღების დროს, უეცრად გარდაიცვალა ჟან ჟირო და ფილმი მისმა დამხმარემ, ტონი აბოიანცმა დაამთავრა. ლუისთვის მეგობრის გარდაცვალება ტრაგედიად იქცა – ის მას შემდეგ, ფაქტიურად, განდეგილად იქცა – უარი თქვა კინოში გადაღებაზე და თეატრში თამაშზე.


imageარხის სხვა სიახლეები:


* 800 წლის თესლი დათესეს და შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა

* ვინ და რატომ გაიყვანა რკინიგზა პირდაპირ საცხოვრებელ კორპუსში?

* აფრიკა – ფოტოებზე ასახული ცხოვრებისეული სცენები

* როგორი იყო მსოფლიო 100 წლის წინ (20 დოტო)

* პატაგონიის გოლიათების რასა

* ყინულოვანი კონტინენტის საიდუმლო

* არტეფაქტი, რომელიც მაიას ტომის უცხოპლანეტელებთან კავშირზე მიუთითებს

* სიცოცხლე ჩვენს სამყაროში

* საიდან მოვიდნენ შუმერები?



1
1251
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1251
  
2022, 24 ოქტომბერი, 16:35
მე მახსოვს,რომ ერთი ფილმი კიდევ იყო.ზუსტი სახელწოდება არ მახსოვს,მარა პოლიციიდან გაშვებულ ჟანდარმებზეა,კრუშო მდიდრულ სახლში ცხოვრობს და მოწყენილია,მერე გაერთიანდებიან და დანაშაულს აღკვეთენ,რის შემდეგ მოუწყობენ ტრადიციულ აღლუმს და დააბრუნებენ პოლიციაში.
0 1 1