პუტინს რუსეთში ალკოჰოლიზმის პრობლემის გადაჭრა "თვითგანვითარების შესაძლებლობის" საშუალებით სურს
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთში ალკოჰოლიზმის პრობლემის მოგვარება შესაძლებელია, მაგრამ ეს შეიძლება გაკეთდეს არა აკრძალვით, არამედ თვითგანვითარების შესაძლებლობების გაზრდით.
მაგადანის ოლქის გუბერნატორთან, სერგეი ნოსოვთან გამართულ ვიდეო შეხვედრაზე, პუტინმა ყურადღება გაამახვილა რეგიონში ალკოჰოლიზმზე და თქვა, რომ ეს გამოწვეულია „არა იმით, რომ იქ მთვრალები ცხოვრობენ“, არამედ „განუვითარებული სოციალური ინფრასტრუქტურით“.
პრეზიდენტმა რეგიონის ხელმძღვანელს აკრძალვების ნაცვლად სპორტის, განათლებისა და კულტურის განვითარება ურჩია. "ხალხს რაღაც უნდა ჰქონდეს გასაკეთებელი", - თვლის პრეზიდენტი.
პუტინმა ისაუბრა ალკოჰოლიზმის თემაზე, ის პრობლემას უკავშირებს დაბალ შემოსავალს და მოსახლეობის ცხოვრების დონეს და აცხადებს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის აუცილებლობას.