სერიული მკვლელის ჯეფრი დამერის მამა Netflix-ს უჩივლებს მისი შვილის დანაშაულებების გარომანტიზირებისთვის
![სერიული მკვლელის ჯეფრი დამერის მამა
Netflix-ს უჩივლებს მისი შვილის
დანაშაულებების
გარომანტიზირებისთვის image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202210/2022102313091789693.jpg)
სერიული მკვლელის ჯეფრი დამერის მამა, ლაიონელ დამერი, გეგმავს უჩივლოს Netflix-ს. სტრიმინგის სერვისმა ცოტა ხნის წინ გამოუშვა სერიალი მისი შვილის შესახებ, რომელიც მყისიერად გახდა ჰიტი.
გაზეთ The Sun-ის ცნობით, მამაკაცი უკმაყოფილოა იმით, რომ სერიალის შემქმნელებმა რომანტიკული გახადეს ჯეფრის იმიჯი, რომელმაც ბევრი დანაშაული ჩაიდინა - 1978-1991 წლებში მან სასტიკად მოკლა 17 მამაკაცი და მოზარდი.
გარდა ამისა, რეჟისორები არ დაუკავშირდნენ ლაიონელს შოუზე მუშაობის დროს და არც Netflix-ის დოკუმენტური ფილმის „საუბრები მკვლელთან: ჯეფრი დამერის ფირები“-ს ავტორებს, რომლებიც ჯეფრის კადრებს უნებართვოდ იყენებდნენ.
86 წლის ლაიონელის თანაშემწემ განუცხადა The Sun-ს, რომ მისი შვილის ისტორიისადმი ინტერესის ახალმა წრემ მამაკაცის ნერვული აშლილობა გამოიწვია. Netflix-ზე დოკუმენტური და მხატვრული სერიების გაშვების შემდეგ, ჯეფრის თაყვანისმცემლებმა კვლავ დაიწყეს ლაიონელის სახლში მისვლა და eBay-მ დამმერის სტილის კოსტიუმების გაყიდვაც კი აეკრძალა, რაც მოთხოვნადი გახდა.![სერიული მკვლელის ჯეფრი დამერის მამა
Netflix-ს უჩივლებს მისი შვილის
დანაშაულებების
გარომანტიზირებისთვის image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202210/2022102313120289693.jpg)
მამაკაცის თქმით Netflix-ის პროექტები მხოლოდ "ალამაზებს მისი შვილის გამოსახულებას და ყურადღებას ამახვილებს დეტალებზე, რომლებიც არ არის დადასტურებული ფაქტი. " ![სერიული მკვლელის ჯეფრი დამერის მამა
Netflix-ს უჩივლებს მისი შვილის
დანაშაულებების
გარომანტიზირებისთვის image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202210/2022102313153489693.jpg)
გარდა ამისა, შოუთი უკმაყოფილოები არიან დამერის მსხვერპლების ოჯახებიც, რომლებიც თვლიან, რომ ხელახალი ტრავმა მიიღეს სერიალის შექმნით.